ფარულლაყუჩიანები (ლათ. Cryptobranchidae) — ოჯახი კუდიანი ამფიბიების რიგისა. აქვთ ფართო თავი, მასიური სხეული, წვრილი თვალები, წინა კიდურებზე 4-4 თითი, უკანაზე 5-5, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი. მათი სხეულის სიგრძე 1,5-1,8 მ აღწევს. შეფერილობა მურაა, ზოგჯერ შავი ან ყვითელი ლაქები აყრია. აერთიანებს 2 გვარის 3 სახეობას. Cryptobzanchus-ის გვარში 1 სახეობაა — ალეგანური ფარულლაყუჩიანა (Cryptobranchidae alleghaniensis), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მეორე გვარი — Andrias მოიცავს 2 სახეობას: იაპონურ გიგანტურ სალამანდრას (Andrias japonicus), რომელიც გავრცელებულია იაპონიაში და ჩინურ გიგანტურ სალამანდრას (Andrias davidianus), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ჩინეთში.