კუსებურასებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან ფაროსანასებრნი)
კუსებურასებრნი (ლათ. Pentatomidae) — მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. აქვს მრავალგვარი ფორმის 3-41 მმ სიგრძის სხეული, 5-, იშვიათად 6-ნაწევრიანი ულვაში, რომელიც თავის ქვედა მხარეზეა მიმაგრებული. მწერების საკმაოდ დიდი ოჯახია და მოიცავს 900-მდე გვარის 4700-ზე მეტ სახეობას.[1][2] საქართველოში ამ ოჯახიდან გვხვდება აზიური ფაროსანა (2015 წლიდან),[3] აგრეთვე ადრე ამ ოჯახში შემავალი 3 სახეობა: მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps), ავსტრალიური კუსებურა (Eurygaster austriaca) და მავრული კუსებურა (Eurygaster maurus). კუსებურასებრთა შორის ბევრი სოფლის მეურნეობის მავნებელია. მავნე კუსებურა აზიანებს მარცვლოვანებს, Nezara viridula — ბამბის ბუჩქს, Eurydema-ს გვარის სახეობები — ბოსტნის ჯვაროსან მცენარეებს.
კუსებურასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Palomena prasina | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pentatomidae (Leach, 1815) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 87.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Family Pentatomidae - Stink Bugs. Bugguide.net. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
- ↑ Robert G. Foottit, Peter H. Adler Insect Biodiversity: Science and Society, John Wiley and Sons, 2009, ISBN 1-4051-5142-0
- ↑ აზიური ფაროსანა. სურსათის ეროვნული სააგენტო. nfa.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.