მავნე კუსებურა (ლათ. Eurygaster integriceps) — მწერი ნახევრადხეშეშფრთიანთა რიგისა. აზიანებს მარცვლოვნებს.[1] ხასიათდება მაღალი მავნეობით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ადვილად გასარჩევია, რადგან აქვს ძლიერ განვითარებული მკერდის ფარი, რომელიც სხეულის თითქმის მთელ ზედა მხარეს ფარავს. ახალგამოჩეკილი მატლები ჯერ მცენარის ნორჩ ფოთლებს წუწნიან, შემდეგ კი თავთავებზე გადადიან. მარცვლეული აღარ მწიფდება და ნაოჭდება, მისი წონა გაცილებით ჩამორჩება საღის წონას. ასეთი თავთავი მოთეთრო ფერისა და ფეხზე მდგომია. მავნებელი იძლევა ერთ გენერაციას.[2][3]

მავნე კუსებურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eurygaster integriceps (Puton, 1881)

ბრძოლის ღონისძიებები: ხოჭოების შეგროვება და განადგურება.[2][3]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 87.
  2. 2.0 2.1 ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2020.
  3. 3.0 3.1 „ჩვენი სოფელი“ : გაზ., ივლისი 2020, № 5 (55), გვ. 14.