ფარნაკე IIპონტოს და ბოსფორის სამეფოს მეფე. ფარნაკე II სამეფო ტახტზე მითრიდატე VI-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 63 წელს და დასრულდა ძვ. წ. 47 წელს, მის შემდეგ პონტოს სამეფო ტახტზე დარიოსი ავიდა.

ფარნაკე II
პონტოს მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 63
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 47
წინამორბედი: მითრიდატე VI
მემკვიდრე: დარიოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია

ფარნაკე იყო ცნობილი მითრიდატე VI ევპატორის ვაჟი, რომელსაც ეკუთვნოდა ბოსფორის სამეფო ძვ.წ. 108 წლიდან. აპიანე ამბობდა, რომ მითრიდატე ვაჟებს შორის ყოველთვის გამოარჩევდა ფარნაკეს და ფიქრობდა, რომ მის ადგილს სწორედ ის დაიკავებდა.

მმართველობის დაწყება

რედაქტირება

ძვ. წ. 63 წელს დიდი მარცხი განიცადა მითრიდატემ რომაელთა მეთაურ პომპეუსთან და ამის შემდეგ მისი სამეფო რომაელთა მმართველობის ქვეშ მოექცა. ფარნაკემ მამის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. რომაელმა დეზერტირებმა და მეზღვაურებმა ფარნაკე მეფედ დანიშნეს. მითრიდატეს თვალწინ ჯარისკაცებმა ეკლესიიდან გამოიტანეს ღერო და ფარნაკე ამით აკურთხეს მეფედ გვირგვინის ნაცვლად. მითრიდატემ იხილა ეს და მაშინვე თავი მოიკლა. ფარნაკმა მამის ცხედარი პომპეუსს გაუგზავნა და ბოსფორის სამეფო ხელში ჩაიგდო ფანაგორიას გარდა.

ფარნაკე ფარულად ოცნებობდა პონტოს სამეფოს სახელმწიფოსთვის ადრინდელი სახე დაებრუნებინა. თავდაპირველად მან გაილაშქრა ფანაგორიის წინააღმდეგ და აიღო იგი. როდესაც რომში დაიწყო სამოქალაქო ომი, ფარნაკმა ხელში ჩაიგდო სინოპი და ამისის დაპყრობასაც აპირებდა, ამიტომ ბრძოლა დაიწყო რომაელი მეთაურის დომეციას წინააღმდეგ. ნიკოპოლიასთან ახლოს პატარა სომხეთში ფარნაკმა რომაელებთან შესანიშნავად იბრძოლა და უდიდესი მარცხი განიცადეს დომეციამ და მისმა მოკავშირეებმა. სამი ლეგიონიდან ორი მიწასთან გაასწორა. დომიაციამ აზიაში გადაინაცვლა, პონტო კი ფარნაკემ აითვისა. პონტოში მას ტირანული მმართველობა ჰქონდა და ცდილობდა მამამისის სტატუსი გაემაგრებინა. მან ომების საშუალებით ბევრი ქალაქი აიღო. როგორც რომაელებს, ისე პონტოს მოქალაქეებს ძარცვავდნენ. პონტოში დაბრუნებული მეფე თავს იწონებდა იმით, რომ მამამისის სამეფო უკან დაიბრუნა.

ზელის ბრძოლა

რედაქტირება

ძვ. წ. 47 წლის მაისში იულიუს კეისარმა დაასრულა ეგვიპტის საქმეები და ფარნაკის წინააღმდეგ წამოვიდა. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შეხვდნენ პონტოს სამეფოს ქალაქ ზელაში. ფარნაკმა რომაელები აბუჩად აიგდო და თვითონვე გაანადგურა კეისრის ლეგიონები, რომელიც აშენებულია ციცაბო ფერდობზე. ბრძოლაში პონტიელები სასტიკად დამარცხდნენ, ფარნაკმა კი დროით უშველა თავს. ათას მხედართან ერთად გაიქცა სინოპში. მათ უბრძანა ცხენების მოკვლა და მათთან ერთად გემით წავიდა ყირიმში.

ფარნაკმა ყირიმში სკვითები და სარმატები შეკრიბა და მათი მეშვეობით ფეოდოსია და პანტიკაპეიონი დაიპყრო. ასანდრმა, რომელიც ფარნაკმა ბოსფორის მმართველად დააყენა მისი არყოფნის დროს, უეცრად მის წინააღმდეგ გაილაშქრა. ფარნაკის ჯარს, რომელმაც ცხენები დაკარგა, არ შეეძლოთ მათ გარეშე ბრძოლა და ამიტომ ბრძოლის ველზე დაიხოცნენ. თვითონ ფარნაკი კი სიკვდილის ბოლო წუთამდე მამაცად იბრძოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება