ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეგიონი (legio, ნათ. ბრ. legionis\lego - "ვაგროვებ", "ვკრებ") — ძირითადი ორგანიზებული ერთეული ძველი რომის არმიაში. თავდაპირველად ლეგიონი ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას — 3000 ქვეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს და სამხედრო წრთვნისას. ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2-4 და მეტადაც გაიზარდა.

ძველი რომაული ლეგიონის თანამედროვე რეკონსტრუქცია

შემადგენლობა

რედაქტირება

ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმე ქვეითი ჯარი — 3000 კაცი (პრინციპები, გასტატები, ტრიარიები). მსუბუქი ქვეითი ჯარი — 1200 კაცი (ველიტები) და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 ტაქტიკურ ქვეგანაყოფად — მანიპულა (თითოში 60-120 მეომარი, რომლებიც ორ ცენტურიონს შეადგენდნენ, მათ ემატებოდათ ველიტები. რესპუბლიკის დროს ლეგიონის სათავეში იდგა ტრიბუნი, იმპერიის დროს - ლეგატი. ძვ. წ. II საუკუნის მიწურულს მარიუსმა შეცვალა ლეგიონის ორგანიზაცია, ჯარისკაცებს ხელფასი მოუმატა და რომის არმია გახდა პროფესიონალური, დაქირავებული არმია. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ლეგიონის შემადგენლობა 7 000 კაცამდე გაიზარდა. ლეგიონს მიენიჭა ნომერი და სახელწოდება. ჰქონდა "დროშა" — ჯოხზე დამაგრებული ვერცხლის არწივი. რომის იმპერიის გაყოფის დროს (ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს) აღმოსავლეთ იმპერიაში იყო 70 ლეგიონი, დასავლეთში 63. XVI-XIX სს. ლეგიონი ეწოდებოდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებებს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და რუსეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "ქსე", ტ. 5, 1983, გვ.155
  • The Beginnings of Rome: Italy and Rome from the Bronze Age to the Punic Wars (c.1000-264 BC) (Routledge 1995) by T. J. Cornell
  • "Legion GmbH. Das Unternehmen Römische Armee" (Saarbrücken 2012) by Stefan Zehnter
  • "Roman Infantry Tactics in the mid-Republic: A Reassessment"( Historia 63, 2014) by Michael J. Taylor

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: