მთავარი მენიუს გახსნა

ფანასკერტი

(გადამისამართდა გვერდიდან ფანასკეთი)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფანასკერტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფანასკერტი, ფანასკეთი, ფანასკეტიშუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში (ამიერტაოში; ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), მდინარე ფანასკერტის-წყალის ნაპირას.

ფანასკერტი
კოორდინატები: 40°50′11″ ჩ. გ. 42°14′11″ ა. გ. / 40.8364083° ჩ. გ. 42.2366444° ა. გ. / 40.8364083; 42.2366444
სტატუსი დანგრეული
ფანასკერტი (თურქეთი)
Noun Project - Castle tower.svg

ისტორიარედაქტირება

თავდაპირველად ფანასკერტი სამეფო სიმაგრე იყო. დაახლ. 1010 წელს ბაგრატ III-მ აქ მოიწვია „სადარბაზოდ“ უახლოესი ნათესავები — შავშეთისა და კლარჯეთის მფლობელები და დაატყვევა, მხარეები კი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა (თავად ბაგრატ III ფანასკერტშივე გარდაიცვალა 1014 წელს). ფანასკერტის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. მეფე თამარმა 1191 წელს აჯანყებულ ფეოდალ გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი ერთგულებისათვის იგი შავშეთ-კლარჯეთ-ტაოს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა, რადგან იგი წარმოშობით ფანასკერტიდან იყო, ამიტომ ფანასკერტის ციხე მთლიანად საერისთავოს ცენტრი გახდა და სანაპირო — საერისთავოც ფანასკერტად იწოდა. 1400 წელს თემურლენგის ჯარმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ფანასკერტის ციხის აღება. XVI საუკუნეში ფანასკერტი ოსმალეთმა დაიპყრო; ამიერიდან იგი ფანაკის ლივის (ადმინისტრაციული ერთეული) ცენტრი იყო.

ეტიმოლოგიარედაქტირება

ანაკერტი იგივე ანაკეტი (ნა-კეტი, დაკეტილი) „კეტი“ (კერტი) წარმოსდგება სიტყვიდამ კეტვა, დაკეტვა და უდრის რუსულს замокъ. ქვეით შეგვხდება აგრეთვე ფანასკერტი, ე. ი. ციხე, სიმაგრე ფანასი. ამას შეადარე ფანავარი, ფანიანი და სხვა. კეტვა და კლეტვა იგივე კრეტვა, კრეტ-საბმელი (მეგრ. კილუა, სვან. (ლი) - კილდი) არ განსხვავდებიან მნიშვნელობით და ამიტომ იხმარება და იწერება ხან ანაკერტი, ფანასკეტი, ხან ანაკერტი, ფანასკერტი.

ფანასკარის ციხე, ე. ი. ფანას კარის ციხე

—მოსე ჯანაშვილი

ლიტერატურარედაქტირება

  • მ. ჯანაშვილი, „ვახუშტი ბატონიშვილი - საქართველოს გეოგრაფია“, ტფ., 1904, გვ. 227
  • ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1