ფანავის მთა
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ფანავის მთა — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში — აფხაზეთ-სვანეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2371 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით იშვიათად კირქვებით. კალთებზე წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებია, თხემზე — სუბალპური მდელოები.
ფანავის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 43°00′54″ ჩ. გ. 42°04′18″ ა. გ. / 43.01500° ჩ. გ. 42.07167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2371 მ |
ქედი | აფხაზეთ-სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 216.