ფამფარულა
ფამფარულა, კევის ბალახი (Scorzonera) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლიანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია.
ფამფარულა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Scorzonera | |||||||||
170-მდე სახეობა ძირითდად გავრცელებულია შუა ევროპიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთიდან აღმოსავლეთ აზიამდე. კავკასიასა და შუა აზიაში 80-ზე მეტი სახეობა გვხვდება. საქართველოში — 10, მათგან 4 საქართველოს ენდემია.
სახეობათა მეტი წილი მთის შუა სარტყელში, მშრალ ფერდობებსა და კირქვიანებზე იზრდება. ზოგიერთი სახეობა (ტაუ-საღიზი, ტეკე-საღიზი, საქართველოს სახეობებიდან ჯავახური ფამფარულა და სხვა) კაუჩუკს შეიცავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 2016.