ფათჰ-ალი ხან დაღესტანი
ფათჰ-ალი ხან დაღესტანი (სპარს. فتحعلی خان داغستانی) — ლეზგი დიდგვაროვანი, რომელიც იყო სეფიანთა შაჰის სულთან ჰუსეინის (1694–1722) დიდი ვეზირი 1716-1720 წლებში. ფათჰ-ალი წარმოშობით იყო იყო წარჩინებული ლეზგი ოჯახიდან. იმ დროს დაღესტანში გავრცელებული იყო სუნიზმი. სუნიზმის მიმდივრები კი ხშირად განიცდიდნენ დევნას სეფიანთა იმპერიის მხრიდან. ფათჰ-ალის ოჯახი სუნიტები იყვნენ.
ფათჰ-ალი ხან დაღესტანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1673/1674 დაღესტანი |
გარდაცვალების თარიღი |
1721 წლის შემდეგ შირაზი |
პროფესია | სულთან ჰუსეინის ვეზირი |
რელიგია | სუნიზმი |
მეუღლე(ები) | უცნობი ზანგანელი დიდგვაროვანი ქალი |
მშობლები | მამა: საფი ხან ლეზგი (ალკას მირზა) |
1716 წელს სულთანმა ჰუსეინმა ფათჰ-ალი ხანი დიდ ვეზირად დანიშნა. ჰუსეინს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებდა, რითაც ფათჰ-ალს საშუალება მიეცა გაეძლიერებინა დაღესტანი და მოეხდინა სუნიზმის მიმდევრების მიმართ დევნის პრევენცია. თუმცა ამის გამო მან ბევრი მტერი შეიძინა სამეფო კარზე. საბოლოოდ კი 1720 წელს ის გადააყენეს თანამდებობიდან. ფათჰ-ალის თვალები დათხარეს და გადაასახლეს შირაზში, სადაც შემდეგ გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირებაფათჰ-ალი ხან დაღესტანი იყო წარჩინებული ლეზგური ოჯახიდან, რომლებიც განაგებდნენ ტერიტორიას მდინარე თერგთან.[1][2] ლეზგების უმრავლესობის მსგავსად, ისიც სუნიტი მუსლიმი იყო.[3] ფათჰ-ალი ხანის ნათესავები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ სეფიანთა იმპერიის სამეფო კარზე. ალი ხანის ძმისშვილი ჰასან-ალი ხან დაღესტანი შირვანისა და შემახის გუბერნატორი იყო, მისი ძმა ასლან ხან დაღესტანი კი ქოჰგილუიესა და ასტარაბადის გუბერნატორი, ასევე ლოტფ-ალი ხან დაღესტანი, რომელიც იყო მისი ძმისშვილიც და სიძეც, რამდენიმე წელი ფარსის გუბერნატორი იყო.[4]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაღესტანი დიდ ვეზირად დაინიშნა დაახლოებით 1716 წელს. 1719 წელს აჯანყებულმა სუნიტმა ლეზგებმა დაიპყრეს შირვანი და მოკლეს პროვინციის გუბერნატორი, შემდეგ კი თავს დაესხნენ საქართველოს. ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა დაღესტნის დაცემით. ამ დროს შაჰმა ჰუსეინმა ირანში ტყვედ მყოფი საქართველოს მეფე ვახტანგ VI ლეზგთა აჯანყების ჩასახშობად დააბრუნა საქართველოში. ირანიდან ქ
ართლში დაბრუნებულ ვახტანგ VI-ს ლეზგთა შესაჩერებლად გადამწყვეტი ზომების მიღება დასჭირდა. ვახტანგმა რამდენიმეჯერ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ არაგვის, ქსნის, ლიახვისა და მტკვრის ნაპირებზე.
ამავდროულად, ფათჰ-ალი ხანის მტერები გეგმებს აწყობდნენ მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. მოლა-ბაშმა (მთავარი ღვთისმეტყველი) მოჰამად-ჰოსეინ ტაბრიზმა და ჰაკიმ-ბაშმა (მთავარი ექიმი) შაჰს წარუდგინეს ყალბი წერილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ალი ხანი ქურთ ბელადთან შეთქმულებას აწყობდა. ისინი ასევე აფრთხილებდნენ შაჰს, რომ დაღესტნის ასული ჰყავდა ცოლად ჰოსაინყოლ ხანის ნახევარძმას, როსტამ ხანს და დაარწმუნეს, რომ ჰოსაინყოლ ხანი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ირანისათვის, ვიდრე აჯანყებული ლეზგები. ამგვარად მათ მოახერხეს შაჰის დარწმუნება, რომ ვახტანგ VI-სთვის ებრძანებინა ლეზგების წინააღმდეგ ლაშქრობის შეწყვეტა. გარდა ამისა, მათ შაჰი დაარწმუნეს, რომ დაღესტანი სიკვდილით დაესაჯა.
1720 წლის 8 დეკემბერს მოჰამადყოლ ხანს, რომელიც თავად იყო ფათჰ-ალი ხანის წინააღმდეგ შეთქმულების წევრი, ალი ხანის სიკვდილით დასჯა დაევალა. სამაგიეროდ, მან აწამა იგი, რათა მიეღო მისი სიმდიდრე, რომლითაც იგი ცნობილი იყო. ფათჰ-ალი ხანს თვალები დასთხარეს, ხოლო მისი ნათესავი ლოტფ-ალი ხანი შეიპყრეს და დააპატიმრეს. ფათჰ-ალი ხანი შირაზში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირებაMatthee, Rudi (2004). „The Rise and Fall of Fath 'Ali Khân Dâghestânî, Grand Vizier under Shâh Soltân Hoseyn Safavî (1127/1715-1133/1720)“. Studia Iranica. 33 (2): 179–220. doi:10.2143/SI.33.2.519252.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Matthee, Rudi (2012). Persia in Crisis: Safavid Decline and the Fall of Isfahan. I.B.Tauris. pp. 1–371. ISBN 978-1845117450.
- ↑ Floor, Willem (2001). Safavid Government Institutions. Costa Mesa, California: Mazda Publishers. ISBN 978-1568591353.
- ↑ Savory, Roger (1993). "DĀḠESTĀNĪ, FATḤ ʿALĪ KHAN ". Encyclopaedia Iranica, Vol. VI, Fasc. 6. pp. 576–577.
- ↑ Floor, Willem M. (2008). Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration, by Mirza Naqi Nasiri. Washington, DC: Mage Publishers. pp. 152–253, 257, 278–279, 281, 283, 287. ISBN 978-1933823232.