უჯრედშიდა რეცეპტორები
უჯრედშიდა რეცეპტორული ცილები ნანახია სამიზნე უჯრედის ციტოპლაზმაში, ან კიდევ ბირთვში. ასეთი რეცეპტორის მისაღწევად, ქიმიური შუამავალი გადალახავს სამიზნე უჯრედის პლაზმურ მემბრანას. მრავალ მნიშვნელოვან სასიგნალო მოლეკულას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ისინი საკმარისად ჰიდროფობურები არიან, ან საკმარისად პატარები, რათა გადალახონ მემბრანის ფოსფოლიპიდური შიდა ნაწილი. ასეთ ჰიდროფობურ ქიმიურ მესენჯერებს წარმოადგენენ ცხოველთა სტეროიდული და თიროიდული ჰორმონები. სხვა სახის ქიმიურ სიგნალს, რომელსაც უჯრედშიდა რეცეპტორები აქვს, წარმოადგენს აზოტის მონოქსიდი (NO), აირი. მისი ძალიან პატარა მოლეკულა ადვილად ძვრება მემბრანის ფოსფოლიპიდების შორის.
ტესტოსტერონის მოქმედება სტეროიდული ჰორმონების ნიმუშს წარმოადგენს. სათესლის უჯრედების მიერ სეკრეტირებული ჰორმონი მოგზაურობს სისხლის მეშვეობით და აღწევს მთელი ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედებამდე. სამიზნე უჯრედების ციტოპლაზმაში, ანუ მხოლოდ იმ უჯრედებში რომლებიც ტესტოსტერონის შესაბამის რეცეპტორულ ცილებს შეიცავენ, ჰორმონი უკავშირდება რეცეპტორულ ცილას და ააქტივებს მას, ჰორმონდაკავშირებული ცილარეცეპტორის აქტიური ფორმა აღწევს ბირთვში და მოქმედებს სპეციფიურ გენებზე, რომლებიც აკონტროლებენ მამრობითი სქესის ნიშან-თვისებებს.
უჯრედის დნმ-ში გენების ფუნქციის რეალიზება ხდება ტრანსკრიფციითა და საინფორმაციო (მესენჯერული) რნმ-ის სინთეზით, რომელიც ტოვებს ბირთვს და სპეციფიურ ცილად ტრანსლირდება ციტოპლაზმაში არსებულ რიბოსომებზე.
უჯრედშიდა რეცეპტორული ცილების უმეტესობა სტრუქტურულად ერთნაირია, რაც მათ ევოლუციურ ნათესაობაზე მიგვანიშნებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 240. თბ., 2009 წელი.