უჯარმის აბელაანთ ტაძარი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

უჯარმის აბელაანთ ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნჯციპალიტეტის სოფელ უჯარმის სამხრეთ-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარული მთის ფერდობზე. განეკუთვნება სავრაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ტიპის სამლოცველოა (6,8X4,7 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კუთხეების ამოსაყვანად მოზრდილი, მეტ-ნაკლებად შერჩეული ქვებია გამოყვანილი. წყობა არაწესიერია, ძლიერ დაზიანებულია: ეკლესიის ოთხივე კედელი, დაახლოებით 1,8-2,2 მეტრ სიმაღლეზე დგას.

ერთადერთი შესასვლელი ( შემორჩენილია დასავლეთ წირთხლი) სამხრეთიდანაა. კარსა ღიობი კვადრატული აგურით ყოფილა გამოყვანილი. როგორც შემორჩენილი ნაშთებით ირკვევა, იგი გარედან თაღით იყო დასრულებული. შიგნიდან კი თარაზული თავი ჰქონია.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის გვერდებში თითო, ოთხკუთხა ნიშაა, ღერძზე კი (დაახლოებით 1,6 მეტრ სიმაღლეზე) სარკმლის ძირის ნაწილია შემორჩენილი. სარკმელი, ისევე როგორც შესასვლელი, კვადრატული აგურით ( 22X21 / 22X4 სანტიმეტრზე) ყოფილა გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ ოთხწახნაგა ტრაპეზის ნაშთია, რომელიც კედელზეა მიყრდნობილი.

შენობის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა. შესასვლელი ჩასმული ყოფილა ორი მცირე საფეხურით შეღრმავებულ არეში, რომელიც, ამ პერიოდის მრავალი ძეგლის მსგავსად, სავარაუდოდ, ხერხულა ფრიზით იქნებოდა დასრულებული.

ლიტერატურა

რედაქტირება