უწლევის ღვთისმშობლის ეკლესია

უწლევის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ უწლევის აღმოსავლეთით, გზის მარჯვენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,6X9 ), ნაგებია ქვიშაქვით, სამხრეთით და დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელებია. არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომელსაც დაქანებული ძირი აქვს. მსგავსი სარკმლებია სამხრეთით და დასავლეთით. ჩრდილოეთით მაღალი თაღოვანი ,ხოლო სამხრეთით შედარებით მცირე სწორკუთხა ნიშია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17629