უსურვაზი
უსურვაზი (ლათ. Vitis silvestris) — ორსახლიანი მცენარე ვაზისებრთა ოჯახისა. ლიანა ან მიწაზე გართხმული ბუჩქია. აქვს მუქი ლურჯი (იშვიათად თეთრი) ნაყოფი. გემოთი იგი მომჟავო-ტკბილია და სიმწკლარტე დაჰკრავს.
უსურვაზი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Vitis silvestris | |||||||||||
|
იზრდება ევროპაში, კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში მდინარეთა ხეობაში (მთის ტყეებში 1500-1800მ-მდე). ყინვა- და გვალვაგამძლეა, მდგრადია ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ, ადვილია მისი შეჯვარება კულტურულ ვაზებთან, რის გამოც იყენებენ ახალი ჯიშების მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- რატიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 187.