ვაზისებრნი
ვაზისებრნი (ლათ. Vitaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მერქნიანი ლიანებია, იშვიათად — სწორმდგომი ბუჩქები ან დაბალი ხეები. აქვთ მორიგეობით განლაგებული მთლიანი ან დანაკვეთული ფოთლები; უმრავლესობას ღეროსეული წარმოშობის პწკალები აქვს. ყვავილები ორსქესიანი ან ცალსქესიანია, ნაყოფი კენკრა.
ვაზისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ევროპული ვაზი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Vitaceae | ||||||||||||||
|
ოჯახი აერთიანებს 12-მდე გვარის 700-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. ყველაზე დიდია Cissus-ის გვარი (შეიცავს 350-ზე მეტ სახეობას).
საქართველოში მხოლოდ ველური ვაზის ერთი სახეობა იზრდება. დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაზს. ლათ. Cissus-ის გვარის რამდენიმე სახეობას ოთახის დეკორატიულ მცენარედ აშენებენ. ლათ. Ampelopsis-ის და ლათ. Parthenocissus-ის გვარების ზოგი სახეობა ხშირად მოშენებულია ბაღებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 269.