ურთხლისებრნი
ურთხლისებრნი, უთხოვარისებრნი (ლათ. Taxaceae) — შიშველთესლოვან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, მეტწილად ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია. მიკროსტრობილები (მამრობითი გირჩები) ფოთლის უბეშია, მარტოულია ან შეკრებილია მჭადა ყვავილედად; მეგასტრობილები — ძალზე რედუცირებულია (გირჩის ფორმა არ აქვს) და ცალკეული თესლკვირტები ყლორტის ბოლოში სხედან. მწვანე თესლს გარს ეკვრის არილუსი.
ურთხლისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Taxaceae | ||||||||||||||
|
ოჯახში 20-მდე სახეობაა, რომლებიც თავმოყრილია 5 გვარში, მათგან საქართველოში გვხვდება 2 გვარი — ურთხელი და ტორეია (ლათ. Torreya).
ლიტერატურა
რედაქტირება- მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.