ურაშა
ურაშა (ლათ. Poterium) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
ურაშა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Sarcopoterium spinosum | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Poterium | ||||||||||
|
მისი 30 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ევროპაში, წინა და შუა აზიაში; საქართველოში მხოლოდ 1 სახეობა (ლათ. Poterium Polygamum) იზრდება; გვხვდება მშრალ ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ ნაზვავებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებს შორის მთის ზედა სარტყლამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 170.