უნგრეთის შეიარაღებული ძალები

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 30 დეკემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
უნგრეთის შეიარაღებული ძალები
უნგრეთის შეიარაღებული ძალები
Magyar Honvédség
დაარსების თარიღი 1848 წელი
ამჟამინდელი სახით 1990 წლიდან
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები
შტაბი ბუდაპეშტი, უნგრეთი
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი იანოშ ადერი (უნგრეთის პრეზიდენტი)
მინისტრი ჩაბა ჰენდე
მინისტრის წოდება უნგრეთის თავდაცვის მინისტრი
შტაბის მეთაური გენერალი ტიბორ ბენკო
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18
გაწვევა არა (შეჩერებულია 2004 წლიდან)
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 2,380,381[1]
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 1,884,232[1]
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 58,894[1]
აქტიური სამხედრო პერსონალი ~40,000 (2012)[1]
სარეზერვო სამხედრო პერსონალი ~30,000 (2012)[1]
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი $1.47 მილიარდი (2011)[2]
მშპ-ის პროცენტი 0.92% {2011)
საგარეო მომწოდებლები დროშა: შვედეთი შვედეთი
დროშა: რუსეთი რუსეთი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: ჩინეთი ჩინეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ისრაელის დროშა ისრაელი

უნგრეთის შეიარაღებული ძალები (უნგრ. Magyar Honvédség) — უნგრეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს უნგრეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია უნგრეთის არმია და უნგრეთის სამხედრო-საჰაერო ძალები.

2004 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.

ავსტრო-უნგრეთი

რედაქტირება
 
უნგრელი ჰუსარები ბრძოლაში, უნგრეთის 1848 წლის რევოლუცია

უნგრეთი შეიარაღებული ძალები დაფუძნდა 1848-1849 წლებში, უნგრეთის რევოლუციის დროს. ძალები მონაწილეობდნენ ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ასევე, უნგრეთის ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობათა დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული გამოსვლების ჩახშობაში. ამბოხების ჩახშობის შემდეგ შეიარაღებული ძალები დაიშალა.

1867 წლის შეთანხმების მიხედვით, უნგრეთს მიეცა შესაძლებლობა თავის შეიარაღებული ძალები შეეყვანა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შეიარაღებულ ძალებში. უნგრული არმიის ოფიცრების მოსამზადებლად შეიქმნა სამხედრო აკადემია „ლუდოვიკა“.

უნგრული არმია მეორე მსოფლიო ომში

რედაქტირება

რეგენტი მიკლოშ ჰორტი მხარს უჭერდა ნაცისტურ გერმანიას, რომელიც თავდაპირველად მიმართული იყო ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთისა და სერბეთის წინააღმდეგ. ამ ქვეყნებთან უნგრეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა. ვენაში გამართულმა ორმა არბიტრაჟმა დააკმაყოფილა უნგრეთის მოთხოვნები და ჰორტსაც აღარ აინტერესებდა გერმანიასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, თუმცა საბჭოთა-ნაცისტურ ბრძოლის ფრონტებზე მაინც იგზავნებოდა უნგრეთის სამხედრო დანაყოფები.

1944 წელს, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერების (მათ შორის გენერლები გეზა ლაკატოში, ვილმოშ ნადი, ბელა მიკლოში) მხარდაჭერით ჰორტი ცდილობდა ქვეყანა მეორე მსოფლიო ომიდან გამოეთიშა, თუმცა მისი მმართველობა ნაცისტებმა დაამხეს. პოსტზე ჰორტი პრო-ნაცისტურმა მარიონეტმა ფერენც სალაშიმ შეცვალა. უნგრეთის არმიამ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში სრულად განადგურდა.

სოციალისტური პერიოდი

რედაქტირება

მატიაშ რაკოშის მმართველობის პერიოდში უნგრეთის შეიარაღებულ ძალების საბჭოთა კავშირის სტანდარტებზე გადაყვანა დაიწყო. არმია საბჭოურ სამხედრო ფორმებსა და სამხედრო განმასხვავებელ ნიშნებზე გადავიდა. 1956 წლის უნგრული აჯანყების ჩახშობის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში საბჭოური ატრიბუტიკები გაუქმდა და არმია ტრადიციული, უნგრული ფორმით შეიმოსა. 1955 წლიდან 1990 წლამდე უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა ვარშავის ხელშეკრულების წევრი იყო. უნგრელმა ჯარისკაცებმა პრაღის გაზაფხულის ჩახშობაში მიიღეს მონაწილეობა.

1989 წლისთვის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ჯარისკაცთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა.

პოსტსოციალისტური პერიოდი

რედაქტირება
 
უნგრეთის შეიარაღებული ძალები ესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

უნგრეთი 1999 წლის 12 მარტიდან ნატოს წევრია.

1990 წელს უნგრეთის ჯარის მოდერნიზდა და დასავლური სტანდარტების მიხედვით გადაიარაღდა. ეს უპირატესად ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვამ გამოიწვია. ამ პერიოდში განხილულ იქნა ორგანიზების პრინციპები, სამხედრო დოქტრინა და სამხედრო სწავლება.

1994 წლიდან უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (Partnership for Peace), აგრეთვე ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში ბოსნიას, კოსოვოსა და სხვა სამშვიდობო ოპერაციებში. 300 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა ერაყში, მრავალეროვან სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მრავალრიცხოვანი სახმელეთო არმიაა. სამხედრო-საჰაერო ძალები სიდიდით მეორეა. გარდა ამისა, არსებობს „სამხედრო-საზღვაო“ ერთეული დუნაიში პატრულირებისთვის.

მთავრობამ აიღო ვალდებულება, გაეზარდა სამხედრო დანახარჯები მშპ-ის 2%-მდე 2006 წლამდე, ისე რომ სამხედრო ხარჯების დონე შესაბამისობაში ყოფილიყო ნატო ქვეყნების დონესთან.

სამხედრო სამსახური

რედაქტირება

2004 წლის 4 ნოემბრიდან უნგრეთმა ჯარში სავალდებულო გაწვევა, საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლა. უნგრეთი თავდაცვის მინისტრმა ფერენც იუჰაჩმა შეიარაღებულ ძალებში მომსახურეთა 30 ათასიდან, 22 ათასამდე შემცირების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთში აღარ იყო საჭირო ქვეყნის საზღვრებზე, საგარეო მტრის მოსაგერიებლად შეიარაღებული ძალების გაძლიერება. არმიის მიზნად ქვეყნის შიგნით კონფლიქტისა და ტერორიზმის ფაქტებზე ბრძოლა იქნა დასახული.

ამჟამინდელი შეიარაღებული ძალები

რედაქტირება
 
HDF 34-ე „László Bercsényi“ სპეციალური ოპერაციების ბატალიონი
 
HDF 25/88-ე მსუბუქი შერეული ბატალიონი
 
უნგრეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, JAS 39 Gripen
 
უნგრელი ჰუსარები

სამეთაურო სტრუქტურა

რედაქტირება

2007 წლიდან, უნგრეთის შეირაღებული ძალები ერთიან სამეთაურო კონტროლის ქვეშაა. თავდაცვის სამინისტრო არმიაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო კონტროლს ახორციელებს.

უნგრეთის შეიარაღებული ძალების თანამედროვე სტრუქტურა

რედაქტირება

ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • HDF სამხედრო ადმინისტრაციული და მონაცემთა დამუშავების ცენტრი
  • HDF აუგმენტაცია / ახალწვეულთა სამეთაურო
  • HDF უნგრეთის დასავლეთის აუგმენტაცია / ახალწვეულთა სამეთაურო
  • HDF უნგრეთის აღმოსავლეთის აუგმენტაცია / ახალწვეულთა სამეთაურო
  • HDF ოპერაციების ცენტრი
  • NATO/EU პოზიციები

ბრძოლა

  • HDF მე-5 „István Bocskai“ ქვეითი ბრიგადა
  • HDF 25-ე „György Klapka“ ქვეითი ბრიგადა
  • HDF 25/88-ე მსუბუქი შერეული ბატალიონი
  • HDF 34-ე „László Bercsényi“ სპეციალური ოპერაციების ბატალიონი
  • HDF 59-ე „Dezsõ Szentgyörgyi“ საავიაციო ბაზა
  • HDF მე-12 არაბონას საზენიტო სარაკეტო პოლკი
  • HDF 86-ე სოლნოკის ვერტმფრენთა ბაზა

საბრძოლო მხარდაჭერა

  • MH 37-ე „Ferenc Rákóczi II“ საინჟინრო პოლკი
  • HDF 93-ე „Sándor Petõfi“ ბატალიონი
  • HDF 43-ე კავშირგაბმულობისა და მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის ცენტრი
  • HDF 54-ე ვესპრემის საჰაერო კონტროლის ცენტრი
  • HDF სამხედრო-სამოქალქო თანამშრომლობა და
  • ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი
  • HDF „Artúr Görgei“ საინფორმაციო ცენტრი
  • HDF მშვიდობის ხელშეწყობის სასწავლო ცენტრი
  • HDF სამხედრო სატრანსპორტო ცენტრი

მომსახურება - მხარდაჭერა

  • HDF 64-ე József Boconádi Szabó ლოჯისტიკის პოლკი
  • HDF ბაკონის საბრძოლო საწვრთნელი ცენტრი
  • HDF პაპაში ბაზირებული აეროპორტი
  • HDF საშიში მასალის უზრუნველყოფის ცენტრი
  • HDF ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი
  • HDF თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა
  • HDF სამხედრო სატრანსპორტო ცენტრი
  • HDF ბრიგადის მხარდაჭერა
  • HDF გეოინფორმაციული სამსახური
  • HDF „Dr György Radó Honvéd“ სამედიცინო ცენტრი
  • HDF ცენტრალური საწვრთნელ ბაზა და HDF „Pál Kinizsi“
  • NCO სენტენდრეს საწვრთნელი სკოლა

მისიები

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-10. ციტირების თარიღი: 2013-04-24.
  2. http://www.politics.hu/20091207/hungarys-defense-spending-to-rise-next-year-reach-12-billion