სალმანასარ V
(გადამისამართდა გვერდიდან ულულაი)
სალმანასარ V (ასურ. შულმანუაშარედუ) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 727-ძვ. წ. 722 წლებში.
განაგრძობდა თავისი მამის ტიგლათფილესერ III-ის პოლიტიკას. ბაბილონში იწოდებოდა ულულაის სახელით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მეფობას. ასურეთში ქალაქ ასურს, ხოლო სამხრეთ შუამდინარეთში ქალაქ ბაბილონს, ნიფურსა და სიფარს გაუუქმა პრივილეგიები – მოუსპო თვითმმართველობა და დაბეგრა გადასახადით, რამაც გამოიწვია ადგილობრივი არისტოკრატიის უკმაყოფილება. სალმანასარმა მოაწყო დამსჯელი ექსპედიცია აჯანყებული ტვიროსისა და ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ სამარიის ალყის დროს სასახლის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 694.