უინიპეგის ტბა
უინიპეგის ტბა (ინგლ. Lake Winnipeg) — ტბა სამხრეთ კანადაში, მანიტობის პროვინციაში. ძველი მყინვარისპირა ტბა აგასისის ნაშთი. წაგრძელებული ფორმისაა. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია 416 კმ-ზე. მდებარეობს დაჭაობებულ ტყიან ადგილში, ზღვის დონიდან 217 მ სიმაღლეზე. ფართობი 24300 კმ². მაქსიმალური სიღრმე 36 მ. ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე სასკაჩევანი; გამოედინება მდინარე ნელსონი, რომელიც ერთვის ჰუდსონის ყურეს. წყლის დონის რყევის მრავალწლიური ამპლიტუდა დაახლოებით 3 მ აღწევს. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება ტაიგა. იყინება ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილის ბოლოს. არის ქვიშიანი ნაპირები. ბევრია კუნძული. ნაოსნობა. თევზჭერა. უინიპეგი ინდიელი ტომის კრის ენაზე ნიშნავს — „ჭუჭყიან წყალს“. 1990-იანი წლებიდან უინიპეგის წყალსაცავის ნაწილია.
უინიპეგის ტბა | |
---|---|
Lake Winnipeg | |
უინიპეგის ტბა | |
კოორდინატები: 52°07′ ჩ. გ. 97°15′ დ. გ. / 52.117° ჩ. გ. 97.250° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 217 მ |
ფართობი | 24300 კმ² |
საშუალო სიღრმე | 12 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 36 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უინიპეგის ტბა“ ვიკისაწყობში.
- უინიპეგის ტბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- უინიპეგის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)