აგასისი
აგასისი, აგასი (ინგლ. Lake Agassiz) — მტკნარწყლიანი მყინვარისპირა ტბა. არსებობდა დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინათ ჩრდილოეთ ამერიკაში, უკანდახევის პროცესში მყოფი მყინვარული ფარის კიდეზე. სიგრძე 1100 კმ, სიგანე 400 კმ, უდიდესი სიღრმე 200 მ-ზე მეტი. მაქსიმალური ტრანსგრესიის პერიოდში ტბის ფართობი სავარაუდოდ 440,000 კმ² აღწევდა. მდინარეების უორენისა და მინესოტის ხეობებით ჩაედინებოდა მდინარე მისისიპიში. ტბის გაჩენიდან დაახლოებით 1000 წლის შემდეგ აგასისიდან გამომდინარე მდინარე ნელსონმა ჰუდსონის ყურისაკენ გაიკვალა გზა და ტბა თანდათან დაიცალა. აგასისის ადგილზე დარჩა რამდენიმე ტბა, მათ შორის უინიპეგოსისი, უინიპეგი, მანიტობა, ტყის ტბა და სხვა და აგრეთვე ვრცელი ვაკეები. ამ თანამედროვე ტბათა მოხაზულობა და მოცულობა დღესაც იცვლება დიფერენციული იზოსტატიკური ნახტომის შედეგად. აგასისის ტბის არსებობის სხვა გეოლოგიური და გეომორფოლოგიური დამამტკიცებელი ფაქტების ხილვა დღესაც არის შესაძლებელი. სახელი დაერქვა შცვეიცარიელი ბუნებისმეტყველის ჟან ლუი რუდოლფ აგასისის პატივსაცემად.
აგასისი | |
---|---|
აგასისი რუკაზე | |
კოორდინატები: 51°00′00″ ჩ. გ. 98°00′00″ დ. გ. / 51.00000° ჩ. გ. 98.00000° დ. გ. | |
სიგრძე | 1100 კმ |
სიგანე | 400 კმ |
ფართობი | 440 ათ. კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 200 მ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 52.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აგასისი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- აგასისი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)