უზო
უზო ( ბერძ. ούζο) — მშრალი ანისულით არომატიზებული აპერიტივი, რომელიც ფართოდ მოიხმარება საბერძნეთსა და კვიპროსში. იგი მზადდება რექტიფირებული ალკოჰოლური სასმელებისგან, რომლებმაც გაიარეს დისტილაციისა და არომატიზირების პროცესი. მისი გემო ჰგავს ანისულის ლიოქიორს, რახის, არაკს, პასტისს და სამბუკას.
ისტორია
რედაქტირებაუზოს ფესვები აქვს წიფუროში, სადაც, როგორც ამბობენ, ათონის მთაზე XIV საუკუნის ბერებმა შექმნეს სასმელი ეს ჯგუფი. მისი ერთი ვერსია ანისულით იყო არომატიზებული. საბოლოოდ ამ ვერსიას უზო ეწოდა. [1]
თანამედროვე უზოს დისტილაცია, ძირითადად, XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო საბერძნეთის დამოუკიდებლობის შემდეგ. პირველი უზოს გამოსახდელი ქარხანა დააარსა ტირნავოსში ნიკოლაოზ კასტაროსმა 1856 წელს და სათავე დაუდო ცნობილ ტირნავოს უზოს. როდესაც აბსენთმა დაკარგა პოპულარობა, XX საუკუნის დასაწყისში, უზო იყო ერთ–ერთი პროდუქტი, რომლის მოხმარებაც გაიზარდა და შეავსო დანაკლისი. მას ერთხელ უწოდეს „აბსენტის შემცვლელი ჭიის გარეშე“. [2] 1932 წელს უზოს მწარმოებლებმა შეიმუშავეს დისტილაციის მეთოდი სპილენძის სახდელის გამოყენებით, რომელიც ახლა წარმოების სტანდარტული მეთოდია. დღეს უზოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ვარვაიანისი (Βαρβαγιάννης). მათი ქარხანა მდებარეობს ქალაქ პლომარიში, კუნძულ ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო იმავე ქალაქში არის პიცილადი (Πιτσιλαδή), სხვადასხვა მაღალი ხარისხის უზოს გამოსახდელი ადგილი.
ჩვეულებრივ, უზოს წყალს ურევენ, რის შემდეგაც მოღრუბლულ თეთრად იქცევა, ზოგჯერ სუსტი ცისფერი ელფერი დაჰკრავს და პატარა ჭიქაში ყინულის კუბებთან ერთად მიირთმევენ. უზოს დალევა შეიძლება პირდაპირ პატარა ჭიქიდან.
უზოს ხშირად მიირთმევენ მცირე ზომის ლანგართან ერთად, რომელსაც უწოდებენ მეზეს. ჩვეულებრივ, ლანგარზე არის ხოლმე პატარა ახალი თევზი, კარტოფილი, ზეთისხილი და ფეტას ყველი. შეიძლება ითქვას, რომ უზოს აქვს აბსენტის მსგავსი გემო, რომელიც ძირტკბილას მსგავსია, მაგრამ უფრო გლუვია.
2006 წლის 25 ოქტომბერს საბერძნეთმა მოიპოვა უფლება, რომ უზო შეფასდეს, როგორც მხოლოდ ბერძნული პროდუქტი. [3] ევროკავშირი ახლა ცნობს უზოს, ისევე როგორც ბერძნულ სასმელებს წიფუროსა და წიკუდიას, როგორც ადგილწარმოშობის დაცული დასახელების პროდუქტებს, რაც უკრძალავს ევროპულ მწარმოებლებს საბერძნეთისა და კვიპროსის გარდა, ამ სახელის გამოყენებას.
არსებობს უზოს მუზეუმი [4] პლომარიში, კუნძული ლესბოსი.
მომზადება
რედაქტირებაუზოს წარმოება იწყება სპილენძის სახდელებში 96% ალკოჰოლის მოცულობით (ABV) გამოხდილი სპირტით. ემატება ანისული, ზოგჯერ სხვა არომატიზატორი, მაგალითად, ვარსკვლავის ანისული, დიდი კამა, ხის ფისი, ილი, ქინძი, მიხაკი და დარიჩინი. არომატიზატორი ინგრედიენტების საიდუმლო „რეცეპტებს“ ინახავს უზოს სახარში კომპანიები. [5] შედეგად, მიიღება არომატული ალკოჰოლური ხსნარი, რომელიც ცნობილია როგორც არომატული ეთილის სპირტი, ან უფრო ხშირად, როგორც უზო საფუარი. ბერძნულად ტერმინ „საფუარს“ ბერძნები მეტაფორულად იყენებენ იმის აღსანიშნავად, რომ იგი წარმოადგენს უზოს წარმოების საწყის წერტილს.
უზოს საფუარი იხარშება რამდენიმე საათიანი დისტილაციის შემდეგ, მზადდება არომატიზირებული სასმელი, დაახლოებით, 80% ალკოჰოლის შემცველობით.
შეიძლება შაქარი დაემატოს წყლის განზავებამდე, რაც ძირითადად სამხრეთ საბერძნეთში უზოს დამზადებისას ხდება.
საბოლოოდ, ალკოჰოლის შემცველობა ჩვეულებრივ 37.5-დან 50 პროცენტამდეა. მინიმალური დასაშვებია დონეა 37.5 პროცენტი. [6]
თავად უზოს წარმოება არ გულისხმობს დუღილის პროცესს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Epikouria Magazine, Spring/Summer 2007
- ↑ Encyclopædia Britannica: Micropaedia article on "ouzo".
- ↑ Greeks toast EU's ruling on ouzo. Theage.com.au (2006-10-25). ციტირების თარიღი: 2011-10-14.
- ↑ The world of Ouzo (Ouzo Museum) - by Ouzo Plomari.
- ↑ Epikouria Magazine Spring/Summer 2007
- ↑ The production method (of ouzo) English. Tsou.gr. ციტირების თარიღი: 25 December 2011.