უენსდეი (ინგლ. Wednesday) — ამერიკული ფენტეზი-კომედიური სატელევიზიო სერიალი ჰორორის ელემენტებით, რომელიც დაფუძნებულია ადამსების ოჯახის წევრის, უენსდეი ადამსის, პერსონაჟზე. სერიალის შემქმნელებია ალფრედ გოფის და მაილზ მილარი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯენა ორტეგა ასრულებენ, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ლუის გუზმანი, ისააკ ორდონესი, გვენდოლინ კრისტი, რიკი ლინდჰომი, ჯეიმი მაკშეინი, ფრედ არმისენი და კრისტინა რიჩი . რვა ეპიზოდიდან ოთხის რეჟისორია ტიმ ბარტონი, რომელიც ასევე არის სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი. სიუჟეტის ძირითადი ხაზი ვითარდება უენსდეი ადამსის პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცდილობს ამოხსნას ურჩხულის საიდუმლო საკუთარ სკოლაში.

უენსდეი
სეზონი 1
სერია 8
ეთერი
ორიგინალური არხი Netflix
ეთერში 23 ნოემბერი, 2022 (2022-11-23) — დღემდე (დღემდე)
რესურსები ინტერნეტში

ბარტონისთვის უენსდეი არ არის ადამსების ოჯახის პირველი პროექტი. მისი სახელი უკავშირდება 1991 წლის ფილმს, რომლის გადაღებაზე მან უარი განაცხადა; ასევე ამავე სამყაროს გაუქმებულ ანიმაციურ ფილმს. 2020 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარტონი სატელევიზიო სერიალს იღებდა; მალევე დადასტურდა სერიალის რამდენიმე სეზონის გადაღების გადაწყვეტილება. გადაღებები რუმინეთში, პელეშის სასახლესა და სხვა ლოკაციებზე, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. უენსდეის პრემიერა შედგა 2022 წლის 16 ნოემბერს და Netflix-ზე 23 ნოემბერს გახდა ხელმისაწვდომი. სერიალმა კრიტიკოსების ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ორტეგას შესრულება, [1] მაგრამ აკრიტიკებდნენ მას CW დრამებთან მსგავსების გამო.

სქოლიო რედაქტირება

  1. Fuge, Jonathan. (November 18, 2022) Wednesday Reviews Praise Jenna Ortega as the Titular Addams Family Member. ციტირების თარიღი: November 24, 2022