ლუის გუსმანი
ლუის გუსმანი (ესპ. Luis Guzmán; დ. 28 აგვისტო, 1956) — პუერტორიკოელი მსახიობი. მეტწილად გვევლინება ავაზაკის ან პოლიციელის როლში. შესრულებული აქვს როლები სტივენ სოდერბერგის ფილმებში: „მხედველობის არის მიღმა“ (1998), „ინგლისელი“ (1999), „ვაჭრობა“ (2000); გადაღებულია პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში: „ბუგის სტილის ღამეები“ (1997), „მაგნოლია“ (1999), „გამაოგნებელი სიყვარული“ (2002). გაახმოვანა რიკარდო დიასი ვიდეო თამაშებში: Grand Theft Auto: Vice City და Grand Theft Auto: Vice City Stories. მთავარი როლი შეასრულა HBO-ის ტელესერიალში How to Make It in America. ლუის გუსმანი დაიბადა პუერტო-რიკოს ქალაქ კაიეიში, დედამისის — ჰოსპიტალის მუშაკის როზას და მამინაცვალის — ბენჟამინ კარდონას ოჯახში. გაიზარდა ნიუ-იორკში. იყო სოციალური მუშაკი, გარდა ამისა მუშაობდა მსახიობად. საბოლოოდ, გამოდიოდა ქუჩის თეატრებსა და დამოუკიდებელ ფილმებში. ლუის გუსმანი ამჟამად ცხოვრობს ქალაქ სატონში.
ლუის გუსმანი | |
---|---|
ლუის გუსმანი 2012 წელს | |
დაბადების სახელი | ლუის გუსმანი |
დაბადების თარიღი |
28 აგვისტო, 1956 კაიეი, პუერტო-რიკო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1977–დღემდე |
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | კითხვები და პასუხები | Q&A | დეტექტივი ვალენტაინი |
1993 | ფ | კარლიტოს გზა | Carlito's Way | პაჩანგა |
1997 | ფ | ბუგის სტილის ღამეები | Boogie Nights | მორის როდრიგესი |
1998 | ფ | მხედველობის არის მიღმა | Out of Sight | ჩინო |
1999 | ფ | მაგნოლია | Magnolia | ლუისი |
1999 | ფ | ინგლისელი | The Limey | ედუარდო როელი |
2000 | ფ | ვაჭრობა | Traffic | რეი კასტრო |
2002 | ფ | გამაოგნებელი სიყვარული | Punch-Drunk Love | ლენსი |
2003 | ფ | ბრაზის მართვა | Anger Management | ლუ |
2006 | ფ | სწრაფი კვების ქვეყანა | Fast Food Nation | ბენი |
2011 | ფ | არტური | Arthur | ბიტერმანი |