უდიური ენა
უდიური ენა[2], უდური ენა (Удин Муз; Udin Muz) — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.
უდიური ენა Удин муз, Udin muz | |
გავრცელებულია | რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 8 440[1] |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
ენის კოდები | udi |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი (№15 – მუქი ლურჯი) | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-udi}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — უდიური ენა |
იგი იყოფა ორ დიალექტად — ნიჯურ და ვართაშნულ (ოღუზურ) დიალექტებად[3] [4]. უდიურ ენაზე ლაპარაკობს 8 440 ადამიანი[1].
უიდური ენა ითვლება უმწერლობო ენად, თუმცა დღეისათვის არსებობს ენის დამწერლობის შექმნის მცდელობები. ამჟამად, უდიური ენის გავრცელების არეალი შემოიფარგლება სამი სოფლით: სოფ. ზინობიანით (საქართველო, ყვარლის მუნიციპალიტეტი), სოფ. ოღუზით (ყოფ. ვართაშენი) (აზერბაიჯანი, გაბალის (ყოფ. კუტკაშენის) რაიონი), სოფ. ნიჯით (აზერბაიჯანი, გაბალის რაიონი). უდიური ენა ძირითადად გამოიყენება სახლში — თუმცა ყველა უდი კარგად ფლობს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენას, სადაც ცხოვრობს — საქართველოში უდები ასევე ლაპარაკობენ ქართულად, რუსეთში რუსულად, ხოლო აზერბაიჯანში — აზერბაჯანულად.
უდიური ენა კავკასიის ალბანეთის უძველესი ენაა. უდიური ენის დამწერლობისათვის მნიშვნელოვან ფაქტს პროფ. ი. აბულაძის მიერ „ალბანური ანბანის“ აღმოჩენა წარმოადგენს. მისი შემდგომი გამოკვლევა ჩატარდა ა. შანიძის მიერ („Новооткрытый алфавит кавказских албанцев и его значение для науки“ („ენიმკის მოამბე“, IV, ნაკვ. I, თბილისი, 1938 წ.), თუმცა ამ საკითხის განხილვა დღესაც გვხვდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში (იხ. ზ. ალექსიძე „ალბანური ენის გრამატიკული და ლექსიკური აღწერა (წინასწარი შენიშვნები“) (ენათმეცნიერების ძიებანი, IV, თბილისი, 2001), „კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა“ (თბილისი, 2003), რ. ლოლუა ”კავკასიის ალბანური ანბანის რიგის დადგენისათვის” (თბილისი, 2007) და სხვ.)
დიალექტები
რედაქტირებაუდიურ ენას გააჩნია ორი დიალექტი — ნიჯური და ვართაშნული (ოღუზური). ნიჯური დიალექტი იყოფა სამ ქვედიალექტად — ქვემო, შუა და ზემო, თუმცა სამივე ქვედიალექტი გადასახლებების გამო შეერწყა ერთმანეთს. ვართაშნული დიალექტი ასევე იყოფა ორ ქვედიალექტად — იგულისხმება ვართაშნული და ოქტომბრული. მათი დაყოფა უფრო პირობითია, რადგანაც უდების გადასახლება ზინობიანში (ყოფილ ოქტომბერში) მოხდა ვართაშნიდან 1922 წელს.
დამწერლობა
რედაქტირებადღეს უდიურ ენას არ გააჩნია დამწერლობა, თუმცა ისტორიულად კავკასიურ ალბანურ ენას (რომლის ახლო ნათესავია ძველუდიური ენა) ჰქონდა 52 ასოსგან შემდგარი ანბანი. ამ ანბანის გამოყენებით ითარგმნა ბიბლია, ალბანურ ენაზე იმართებოდა ღვთისმსახურება, თუმცა შემდგომ ენა და დამწერლობა გაქრა.
დამწერლობის ვარიანტები
რედაქტირებაკირილიცის გამოყენებით
რედაქტირებაA | Аъ | Аь | Б | В | Г | Гъ | Гь | Д | Дж |
ДжӀ | Дз | Е | Ж | ЖӀ | З | И | Й | К | Ҝ |
КӀ | Къ | Л | М | Н | О | Оь | П | ПӀ | Р |
С | Т | ТӀ | У | Уь | Ф | Х | Хъ | Ц | Ц' |
ЦӀ | Ч | Ч' | ЧӀ | Чъ | Ш | ШӀ | Ы |
ლათინურის გამოყენებით
რედაქტირებაA a | B b | C c | Ç ç | D d | E e | Ə ə | F f | G g | Ğ ğ |
H h | X x | I ı | İ i | Ҝ ҝ | J j | K k | Q q | L l | M m |
N n | O o | Ö ö | P p | R r | S s | Ş ş | T t | U u | Ü ü |
V v | Y y | Z z | Ц ц | Цı цı | Eъ eъ | Tı tı | Əъ əъ | Kъ kъ | Pı pı |
Xъ xъ | Şı şı | Öъ öъ | Çı çı | Çъ çъ | Ć ć | Jı jı | Zı zı | Uъ uъ | Oъ oъ |
İъ iъ | Dz dz |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ე. ჯეირანიშვილი, უდიური ენა. გრამატიკა. ქრესტომათია. ლექსიკონი. თბილისი, 1971
- ვლ. ფანჩვიძე, უდურის გრამატიკული ანალიზი. თბილისი, 1974
- მ. ქურდიანი, ალბანური ასომთავრული (გრაფიკული სტრუქტურა და გენეზისის პრობლემა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის 52-ე სამეცნიერო სესია, თბილისი, 1993
- И.К. Абуладзе, "К открытию алфавита кавказских албанцев". Известия института языка, истории и материальной культуры им. Акад. Н.Я. Марра, №4, Тбилиси, 1938
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან ლოლუა „უდიური ენა“ დაარქივებული 2021-10-17 საიტზე Wayback Machine. (გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი). თბილისი, 2010.
- გ. ვოროშილი, გ. გუქასიანი. უდიურ-აზერბაიჯანულ-რუსული ლექსიკონი. ბაქო, 1997.
- ა. მ. დირი. უდიური ენის გრამატიკა // СМОМПК. თბილისი, 1904, გამ. 30.
- ევგ. ჯეირანაშვილი. უდიური ენა // მსოფლიოს ენები. კავკასიური ენები. მოსკოვი, 1999.
- ი. ვ. კუზნეცოვი. „აგვანური (კავკასიურ-ალბანური) ანბანის შესწავლისთვის“
- ბ. ბ. ტალიბოვი. „უდიური ენა“. რუსეთის ფედერაციისა და მეზობელ ქვეყანათა ენების ენციკლოპედია. ტომი 3. მოსკოვი, 2005, გვ. 178—187.
- Schiefner, A. Versuch über die Sprache der Uden. St. Petersburg, 1863. (ა. შიფნერი. უდიების ენის აღწერა (გერმანულ ენაზე).
- ა. მ. დირი. უდიური ენის გრამატიკა. თბილისი, 1903.
- ვ. ლ. გუქასიანი „უდინთა სამენიანოობისთვის“ დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine. . მოსკოვი, 1972, გვ. 286-295.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Udi. Ethnologue Lenguages of the World.
- ↑ მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
- ↑ Языки мира: Кавказские языки. М., 1999. (Е. Ф. Джейранишвили. Удинский язык (сс. 453—458).)
- ↑ Панчевидзе В. Н., Джейнарошвили Е. Ф. — Удинский язык//Языки народов СССР. Т.4, Иберийско-кавказские языки М., 1967 г.