უდაბნო (მთა)

მთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთის მხარეში
ტერმინს „უდაბნო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი).

უდაბნო (აზერ. Udabno Dağı) — მთა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს და აზერბაიჯანის აღსთაფის რაიონის საზღვარზე. მდებარეობს გარეჯის სერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 879 მეტრი. აგებულია პონტურ-მეოტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. კალთებზე ზოგან (ქვიშაქვებში) გაშიშვლებებია, შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარითა და ბალახეულით. ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულია ფეოდალური ხანის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი დავითგარეჯა.

უდაბნო
უდაბნო
უდაბნო
კოორდინატები: 41°26′26″ ჩ. გ. 45°22′39″ ა. გ. / 41.44056° ჩ. გ. 45.37750° ა. გ. / 41.44056; 45.37750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
აღსთაფის რაიონი
სიმაღლე 879 
ქედი გარეჯის სერი
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხა
უდაბნო (მთა) — საქართველო
უდაბნო (მთა)
უდაბნო (მთა) — კახეთის მხარე
უდაბნო (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება