ტფილისის უწყებანი

„ტფილისის უწყებანი“ქართული ყოველკვირეული გაზეთი. მთავრობის ოფიციალური ორგანო „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ (Тифлисские ведомости, რუსული გაზეთი) პარალელური გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1828 წლის 4 ივლისიდან 1832 წლამდე.

რუსული გაზეთის რედაქტორი ჟურნალისტი პ. სენკოვსკი იყო, ქართული გამოცემის მთარგმნელი — სოლომონ დოდაშვილი. 1828 წელს, გაზეთის პირველი ნომრები გამოვიდა „ტფილისის ვედომოსტის“ სახელწოდებით, 1832 წლის პირველ ნომერს კი „ტფილისის უწყებანი“ ეწოდა. გაზეთი თავდაპირველად ყოველკვირეული იყო, ხოლო 1832 წლიდან თვეში ორჯერ გამოდიოდა.[1]

გაზეთი ხელისუფლებისოფიციალური ორგანო იყო, მასში იბეჭდებოდა მთავრობის დადგენილებები, პუბლიცისტური წერილები, ახალი ამბები, განცხადებები და სხვა მასალები. 1832 წლიდან გამოვიდა „ტფილისის უწყებანის“ დამატება „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი პ., ქართული ჟურნალისტიკა, ტ. 1, თბ., 1941;
  1. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 3.