სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი

„სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ — ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ორკვირეული დამატება. გამოვიდა 1832 წლის იანვარში, გამოიცა სულ 6 ნომერი,[1] ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ხუთმა, რედაქტორ-გამომცემელი — სოლომონ დოდაშვილი. „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველ ქართულ ჟურნალად ითვლება. იბეჭდებოდა თარგმანები, ლექსები, მასალები ლიტერატურის, კრიტიკის ისტორიიდან, აღმოსავლეთის ისტორიიდან, განცხადებები და სხვა. თანამშრომლობდნენ გ. ერისთავი, ს. დოდაშვილი და ქართველი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ინგილო ჯანაშვილი, სოლომონ დოდაევი // „დროება“, 14 მაისი, 1875, № 54, გვ. 1–2.