ტუჩკოვის ხიდის წმინდა ეკატერინეს ეკლესია

ტუჩკოვის ხიდის წმინდა ეკატერინეს ეკლესია (რუს. Церковь Святой Екатерины) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე. ეკლესია აგებულია 1811-1823 წლებში.

ტუჩკოვის ხიდის წმინდა ეკატერინეს ეკლესია
ტუჩკოვის ხიდის წმინდა ეკატერინეს ეკლესია — რუსეთი
ტუჩკოვის ხიდის წმინდა ეკატერინეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′46″ ჩ. გ. 30°17′09″ ა. გ. / 59.94611° ჩ. გ. 30.28583° ა. გ. / 59.94611; 30.28583
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810179000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1811-1823

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია იოანე პაშკევიჩი.

ისტორია რედაქტირება

1745 წლიდან ტაძრის ადგილზე განთავსებული ყაბარდოული პოლკის იყო წმინდა სამების გადასატანი ეკლესია. პოლკის გადაადგილების შემდეგ ტაძრის ადგილზე ააშენეს ხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც არხანგელსკის დრაგუნთა პოლკს ეკუთვნოდა. 1760-იან წლებში ტაძარი გადავიდა კეკსგოლმის ფეხოსანთა პოლკის კუთვნილებაში და აკურთხეს წმინდა ეკატერინეს სახელზე.

1809 წლის შობას მთელი ეკლესია დაიწვა ჭურჭელთან და საეკლესიო ტანსაცმელთან ერთად. გადარჩა მხოლოდ წმინდა ეკატერინეს ხატი.

წმინდა ეკატერინეს თანამედროვე მართლმადიდებლურ ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1811 წლის 8 ოქტომბერს არქიტექტორ ანდრეი მიხაილოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობა გაგრძელდა 12 წელი, რაც განაპირობა სამამულო ომმა, რომლის დროსაც მკვეთრად შემცირდა შემოწირულობები. ტაძარი აკურთხეს 1823 წლის 4 ნოემბერს.

1861-1863 წლებში არქიტექტორ ანდრეი ბოლოტოვის პროექტის მიხედვით მიაშენეს სამრეკლო და სატრაპეზო.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია გაძარცვეს, ხოლო მისი უკანასკნელი წინამძღვარი მიხეილ იავორსკი სტალინისეულ საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა 1937 წელს.

1996 წელს ტაძრის ნაწილი დაუბრუნდა მორწმუნეებს და ამავე წლის 1 დეკემბერს შედგა ამ ნაწლის კურთხევა. რეგულარული ღვთისმსახურება მიმდინარეობდა სამრეკლოს ქვეშ. 2000 წლის 1 დეკემბერს სამრეკლოს დაადგეს მოოქროვილი ჯვარი.

2004 წელს ტაძრის გუმბათიდან ჩამოხსნეს მოძველებული ანგელოზის ფიგურა, რომელიც განახლებული დააბრუნეს 2017 წლის 2 დეკემბერს[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Тихомиров Л. М., прот. Церковь святой Великомученицы Екатерины на Васильевском острове. — СПб., 1911.
  • Бронштэн В. А. Разгром Общества Любителей Мироведения // Природа : журнал. — 1990. — № 10. — С. 122—126.
  • Миловидова Е. В пяти годах от праздника // Вода живая : журнал. — 2018 (февраль). — № 2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. На храме святой Екатерины установлена скульптура ангела