ტუჩკოვის ხიდი (რუს. Тучков мост) — ტრამვაის, საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და პეტროგრადის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 226,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 36 მეტრი.

ტუჩკოვის ხიდი
რუს. Тучков мост
ხიდის ცენტრალური, გასახსნელი მალა
ხიდის ცენტრალური, გასახსნელი მალა
კოორდინატები: 59°56′56″ ჩ. გ. 30°17′08″ ა. გ. / 59.94889° ჩ. გ. 30.28556° ა. გ. / 59.94889; 30.28556
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია პატარა ნევა
კონსტრუქციის ტიპი გასახსნელი ხიდი
სიგრძე 226,2 
სიგანე 36 
გახსნის თარიღი 1758 წ.
რეკონსტრუქცია 1997-1998, 2016-2017 წწ.
ტუჩკოვის ხიდი — რუსეთი
ტუჩკოვის ხიდი
ტუჩკოვის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ტუჩკოვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგადის დიდ პროსპექტსა და ვასილევსკის კუნძულს.

ხიდთან ახლოს განთავესბულია სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი, სტადიონი „პეტროვსკი“, სპორტის სასახლე „საიუბილეო“ და წმინდა ეკატერინეს ეკლესია.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ბირჟის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით ბეტანკურის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „სპორტივნაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

ამ ადგილზე აგებულ პირველ ხის ხიდს ერქვა ნიკოლსკის ხიდი. ხიდის ისტორიაში მისი სახელწოდებაზე ორი განსხვავებული ვერსია არსებობს. ისტორიკოსების აზრით: ერთი ვერსიით ხიდს სახელი ეწოდა ვაჭარ აბრაამ ტუჩკოვის გამო, ხოლო მეორე ვერსიით ხიდს სახელი ეწოდა ინჟინერ ა. ვ. ტუჩკოვის გვარის მიხედვით, რომელმაც ხიდი ააგო XVIII საუკუნეში.

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1758 წელს. მისი სიგრძე იყო 900 მეტრი და ამ მონაცემით XVIII საუკუნის სანქტ-პეტერბურგის უდიდესი ხიდი იყო.

1833-1835 წლებში იგი გადააკეთეს და გახდა მრავალმალიანი, რომლის შუა მალები იხსნებოდა. 1839 წელს ტუჩკოვის ხიდთან, რუსეთში პირველად, დააგეს ხელოვნური ასფალტი. 1870 წელს ხიდი დაიწვა ჩაუქრობელი სიგარეტისაგან გაჩენილი ხანძრის შედეგად. 1920 წელს ხიდი გადააკეთეს 20-მალიანად. 1948 წელს ხის მალები შეცვალეს მეტალის მალებით.

ვოლგა-ბალტიის არხის საბოლოო დასრულების შემდეგ ნევაში და მის ტოტში მსხვილგაბარიტიანი და მსხვილტონაჟიანმა გემებმა დაიწყეს სიარული. ხიდის გაბარიტი და ტვირთგამტარობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამიტომ დადგა საკითხი ხიდის რეკონსტრუქციის შესახებ. 1962-1965 წლებში ხიდი საფუძვლიანად გადააკეთეს. პროექტის ავტორები იყვნენ ინჟინრები ვ. ვ. დემჩენკო და ბ. ბ. ლევინი, არქიტექტორები პ. ა. არეშევი და ლ. ა. ნოსკოვი.

კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა ასევე 1997-1998 წლებში. ასევე სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის 7 ივნისს, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო 2018 წლამდე, მაგრამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2017 წელი. ხიდი გაიხსნა 2017 წლის 18 ნოემბერს. 19 ნოემბერს ხიდი ასევე გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Богданов Г. И., Пунин А. Л. Новые мосты. — М.: Знание, 1976. — С. 27—28. — 64 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 126. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება