სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი

სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი (რუს. собор Святого равноапостольного князя Владимира) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში.

სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°57′06″ ჩ. გ. 30°17′43″ ა. გ. / 59.95167° ჩ. გ. 30.29528° ა. გ. / 59.95167; 30.29528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810361000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ანტონიო რინალდი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო/კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი მთავარი ნაკურთხია ვლადიმირის სახელზე, ჩრდილოეთისა - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო სამხრეთისა - ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია - დიაკვანი ვლადიმირ სოროკინი.

ისტორია რედაქტირება

პირველი ხის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელზე ამ ადგილზე ააგეს 1708 წელს. შემდეგ 1713-1719 წლებში აქ ააშენეს მიძნების ტაძარი. ამ ეკლესიას ჰქონდა სამი საკურთხეველი: ცენტრალური - ღვთისმშობლის მიძინების, ხოლო კუთხეების ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე. გვერდის ეგვტერებში მსახურება დაიწყო 1717 წელს. ღვთისმშობლის მიძინების ეგვტერი აკურთხეს 1719 წლის 5 აპრილს. მეფის ბრძანების მიხედვით მან ტაძრის სტატუსი მიიღო.

1740 წელს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ახლოს იმპერატრიცა ანას ბრძანებით საფუძველი ჩაუყარეს ქვის ერთგუმბათიან ტაძარს (არქიტექტორი მიხეილ ზემცოვი და პიეტრო ანტონიო ტრეზინი). 1742 წელს ელისაბედ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა.

1765 წელს არქიტექტორმა ანტონიო რინალდმა შემიუშავა ახალი, ხუთგუმბათიანი ტაძრისა და სამიარუსიანი სამრეკლოს პროექტი. ტაძრის გადაკეთება გაგრძელდა 1766 წლიდან 1773 წლამდე. 1772 წელს გაჩნდა ხანძარი, ხის მიძნების ეკლესია განადგურდა და დაზიანდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი ქვის ტაძარი.

1772 წლის 8 სექტემბერს აკურთხეს მიძინების ეგვტერი. მშენებლობის ამ ეტაპზე კვლავ შეჩერდა ტაძრის მშენებლობა, რომელიც 1783 წელს გაგრძელდა არქიტექტორ ივან სტაროვის ხელმძღვანელობით, რომელმაც ცვლილებები შეიტანა ფასადების გაფორმებაში. 1789 წლის 1 ოქტომბერს ახალი ტაძარი აკურთხეს წმინდა თავად ვლადიმირის სახელზე.

ტაძარი არის არქიტექტურის ძეგლი, რომელიც აგებულია ბაროკოდან კლასიციზმისკენ გარდამავალ სტილში.

1823 წელს ააგეს ქორო და კანკელი ამპირის სტილში გადააკეთეს. 1845 წლიდან ვლადიმირის ორდენის ტაძარია.

1859-1866 წლებში კუთხის მიძინებისა და წმინდა ნიკოლოზის ეგვტერები გადაიტანეს გვერდითა ნავებში. მიძინების ეგვტერმა ადგილი დაიკავა მთავარი საკურთხევლიდან მარჯვნივ, ხოლო ნიკოლოზის ეგვტერმა მარცხნივ.

1872-1873 წლებში არქიტექტორმა ნიკოლოზ ბრიულოვმა ტაძარს შემოავლო გალავანი და ააგო ორი პატარა სამოცველო.

1882-1886 წლებში მრევლის შემოწირულობის ხარჯზე არქიტექტორმა ნიკოლაი კოვრიგინმა ააგო ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველო, რომელიც აკურთხეს 1886 წლის ორ ივნისს.

1922 წლის ივლისიდან 1923 წლის აგვისტომდე ტაძარი იყო ობნოვლენცების ხელში, შემდეგ იყო დაჯგუფება „ცოცხალი ეკლესიის“ ხელში, რომელსაც მეთაურობდა პროტოპრესვიტერი ვლადიმირ კრასნიცკი.

1926 წლის 8 ნოემბრიდან 1927 წლის 21 ნოემბრამდე ეკლესია დროებით დახურული იყო, შემდეგ გამოსაყენებლად გადაეცა საპატრიარქო ეკლესიას.

1938-1941 წლებში საკათედრო ტაძარია, აქ არის ლენინგრადის მიტროპოლიტის ალექსი სიმანსკის რეზიდენცია.

1940-2001 წლებში აქ ინახებოდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად ყაზანის ტაძარში ინახება.

1989 წელს გამოსცეს საიუბილეო მონეტა, რომელიც მიეძღვნა ტაძრის 200 წლისთავს.

2015 წელს მოხდა სახურავის, გუმბათისა და ფასადის რესტავრაცია ვლადიმირის გარდაცვალების 1 000 წლისთავთან დაკავშირებით[1]. იგეგმება შიდა ხედის და სამრეკლოს რესტავრაცია[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Галкин А., Берташ А., Шкаровский М. Князь-Владимирский собор. Краткий исторический очерк. — СПб., 2005.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება