ტუტუკუდი
ტუტუკუდი (ინგლ. Thoothukudi; ყოფილი ტუტიკორინი) ― საპორტო ქალაქი, მუნიციპალური კორპორაცია და სამრეწველო ქალაქი ტუტუკუდის რაიონში, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ქალაქი მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურის მახლობლად. ტუტუკუდი ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქი და შტაბია. მდებარეობს ჩენაიდან 590 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ტირუვანანტაპურამიდან ― 190 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბენგალურუდან ― 580 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინდურის მრეწველობის კონფედერაციის მონაცემებით, ტუტუკუდს მეორე უმაღლესი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვს შტატის მასშტაბით, ჩენაის შემდეგ. ქალაქის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: ტუტუკუდის სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი, თევჭერის კოლეჯი და კვლევითი ინსტიტუტი, ტამილნადუს საზღვაო აკადემია,[1] კამარაჯის კოლეჯი, ანნას უნივერსიტეტი, სამთავრობო პოლიტექნიკური კოლეჯი[2] და სხვ. ჩიდამბარანარის საპორტო სააგენტო ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია. ტუტუკუდი სამხრეთ ინდოეთის ენერგიისა და მრეწველობის კერად ყალიბდება.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტუტუკუდი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°47′00″ ჩ. გ. 78°08′00″ ა. გ. / 8.78333° ჩ. გ. 78.13333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 4±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 461 |
საფოსტო ინდექსი | 628001 |
ტუტუკუდი „მარგალიტის ქალაქის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი, რადგანაც ქალაქი მარგალიტის მოპოვებითაა ცნობილი. იგი კომერციული საზღვაო პორტია, რომელიც სამხრეთ ინდოეთის ქალაქებს ემსახურება და მთავარი გასასვლელია ზღვიდან ტამილნადუსკენ. იგი ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი პორტია, რომლის ისტორიაც VI საუკუნიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქალაქი: ადრეული პანდაების, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდაების, მადურაის სასულთნოს, ტირუნელველის სასულთნოს, ვიჯაიანაგარის იმპერიის, მადურაის ნაიაკების, ჩანდა საჰიბის, კარნატაკის სამეფოს, პორტუგალიელთა, ნიდერლანდელთა და ბრიტანელთა დაქვემდებარებაში იყო. ქალაქი ტუტუკუდის მუნიციპალურ კორპორაციაში შედის, რომლის ფართობიც 353.07 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 410 760 ადამიანს შეადგენს.[4]
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მარილის წარმოებაში, საზღვაო ვაჭრობაში, თევზჭერასა და ტურიზმშია ჩართული. ტუტუკუდისა და რამესვარამის სანაპიროებს შორის მდებარე 21 კუნძული, რომლებიც მანარის ყურეში მდებარეობს, ინდოეთის პირველ საზღვაო ბიოსფერულ ნაკრძალად ითვლება და აქ ფლორისა და ფაუნის 36 000 სახეობაა დაფიქსირებული. დაცულ ტერიტორიას მანარის ყურის საზღვაო ეროვნული პარკი ეწოდება.
გეოგრაფია
რედაქტირებატუტუკუდი საპორტო ქალაქია. მდებარეობს მანარის ყურის სანაპიროზე. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 8.53° განედი და აღმ. 78.36° გრძედი. ტუტუკუდი ჩენაიდან 540 კმ-ით სამხრეთით და კანიაკუმარიდან 125 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტუტუკუდი ცხელი ნახევრად უდაბნოს კლიმატურ (BSh) სარტყელში მდებარეობს, რომელიც ცხელი ზაფხულითა და ზამთრით და ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს ხშირი წვიმებით ხასიათდება. ზაფხული მარტიდან ივნისამდე გრძელდება, რომლის დროსაც კლიმატი ძალიან ტენიანიანია. ტუტუკუდის მაქსიმალური ტემპერატურა 39 °C-ია (102 °F), ხოლო მინიმალური ტემპერატურა ― 32 °C (90 °F). ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს ქალაქში 444 მმ ნალექი მოდის. ზაფხულში ნალექიანობის მაჩვენებელი 117.7 მმ-ის ტოლია, ზამთარში ― 74.6 მმ-ის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს ― 63.1 მმ-ის. ყველაზე ცივი თვეა იანვარი, ხოლო ყველაზე ცხელი თვეები მაისი და ივნისია. ქალაქი სანაპირო სექტორში მდებარეობს და ძალიან მაღალი ტენიანობით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — ტუტუკუდი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 33.3 | 35.8 | 34.9 | 39.1 | 41.1 | 40.5 | 39.4 | 39.3 | 38.8 | 38.6 | 35.3 | 33.8 | 41.1 |
საშუალო მაღალი °C | 29.8 | 30.5 | 32.1 | 33.5 | 34.8 | 35.8 | 35.6 | 35.3 | 34.2 | 32.5 | 30.5 | 29.7 | 32.9 |
საშუალო დაბალი °C | 21.5 | 22.4 | 24.1 | 25.5 | 26.3 | 26.0 | 25.7 | 25.6 | 25.1 | 24.1 | 23.0 | 22.1 | 24.3 |
რეკორდულად დაბალი °C | 15.3 | 16.5 | 15.6 | 19.9 | 21.1 | 21.3 | 20.4 | 20.7 | 20.0 | 17.7 | 16.7 | 15.6 | 15.3 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 29.4 | 39.6 | 24.8 | 56.2 | 18.3 | 3.7 | 4.7 | 6.2 | 14.3 | 141.8 | 192.8 | 99.4 | 630.2 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.6 | 1.8 | 1.9 | 2.7 | 1.2 | 0.4 | 0.4 | 0.5 | 1.1 | 6.5 | 9.2 | 4.8 | 32.1 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 76 | 76 | 75 | 77 | 73 | 63 | 63 | 65 | 71 | 76 | 79 | 77 | 73 |
წყარო: India Meteorological Department[5][6] |
დემოგრაფია
რედაქტირებაXVI-XIX საუკუნეებში, პორტუგალიელთა, ნიდერლანდელთა და ბრიტანელთა მმართველობის პერიოდში, ტუტუკუდი საპორტო ქალაქი იყო. ტუტუკუდი 1907 წლის შემდეგ გაფართოვდა, რასაც საჯარო დაწესებულებათა დაარსებამ შეუწყო ხელი. 1907-1930 წლებში საცხოვრებელმა და სამრწეველო ზონებმა მაქსიმუმს პალაიამკოტაისა და ეტაიაპურამის გზებზე მიაღწია.[7]
2011 წლის აღწერის მიხედვით, ტუტუკუდის მოსახლეობა 237 830 ადამიანს შეადგენს. სქესობრივი თანაფარდობაა: 1 010 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (929 ქალი 1 000 კაცზე) მაღალია.[8] ტუტუკუდის მოსახლეობის 92.1%-მა იცის წერა-კითხვა. ეს მაჩვენებელი კაცებს შორის 94.84%-ის ტოლია, ხოლო ქალებს შორის ― 89.37%-ის. 24 959 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ტუტუკუდში 60 714 შინამეურნეობაა.
2011 წლის აღწერის მიხედვით, ტუტუკუდის ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 411 628 ადამიანს შეადგენს. მათგან 42 756 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა (თითქმის 99%) ტამილურ ენაზე საუბრობს. გავრცელებულია ტუტუკუდის ტამილური, რომელიც ნელაის ტამილურთან ახლოს დგას. გავრცელებულია ინგლისური ენა.[9]
ტუტუკუდის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობის 65% ინდუიზმის მიმდევარია, 30% ― ქრისტიანობის, 5% ― ისლამის. ურბანულ აგლომერაციაში ინდუსები მოსახლეობის 71%-ს შეადგენენ, ქრისტიანები ― 25%-ს, ხოლო მუსლიმები ― 4%-ს.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- J., Sacratees; R. Karthigarani (2008) Environment Impact Assessment. APH Publishing House. ISBN 978-81-313-0407-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Thoothukudi, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Thoothukudiinfo დაარქივებული 18 January 2019 საიტზე Wayback Machine.
- Thoothukudi დაარქივებული 6 June 2015 საიტზე Wayback Machine.
- Thoothukudi Corporation დაარქივებული 2023-11-29 საიტზე Wayback Machine.
- V. O. Chidambaranar Port Trust
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „New Marine Training Academy at Tuticorin“. The Times Of India. 27 July 2013.
- ↑ List of Polytechnic Colleges in Tamil Nadu - Polytechnic College List. ციტირების თარიღი: 20 March 2018
- ↑ Pearl City Tuticorin Emerging As 'Energy And Industrial Hub' Of South India 6000 Mw Of Power Plants In The Pipeline | Press Release | Solarplaza | The global solar energy (PV) platform. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2023.
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 29 December 2012
- ↑ Station: Tuticorin Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 763–764. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 19 March 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 19 March 2020
- ↑ Urban Infrastructure Report 2008, p. 12
- ↑ Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
- ↑ Table C-16 Population by Mother Tongue (Town) - Tamil Nadu. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
- ↑ Table C-01 Population By Religious Community - Tamil Nadu (XLS). Registrar General and Census Commissioner of India (2011).