ტურკინოს ეროვნული პარკი

ტურკინოს ეროვნული პარკი (Turquino National Park) — ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს სიერა-მაესტრას მთების კალთებზე, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში, ქალაქ გუამიდან დასავლეთით 50 კილომეტრში. ეროვნული პარკის საერთო ფართობია 229.38 კმ².[1] სახელწოდება წარმოსდგება კუბის უმაღლესი მწვერვალის — მთა ტურკინოს სახელწოდებიდან, რომელიც პარკის ტერიტორიაზეა აღმართული. ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წლის 8 იანვარს.[2] ტურკინოს მთის გარდა პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მთები: პიკო-კუბა, პიკო-რეალი, პიკო-სუეცია, რომელთა ხარჯზე დაცული ტერიტორია აღწევს კუბის სამხრეთ სანაპირომდე.

ტურკინოს ეროვნული პარკი

Parque Nacional Turquino

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა სანტიაგო-დე-კუბა
ქვეყანა დროშა: კუბა კუბა
კოორდინატები 19°59′22″ ჩ. გ. 76°50′09″ დ. გ. / 19.98944° ჩ. გ. 76.83583° დ. გ. / 19.98944; -76.83583
ფართობი 229.38 კმ²
დაარსდა 1980

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
  2. Radio Habana. Parque Nacional Sierra Maestra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-04. ციტირების თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)