ტუნგნაფედლსიეკუდლი

ტუნგნაფედლსიეკუდლი (ისლ. Tungnafellsjökull) — მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს ისლანდიის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ნორდურლანდ-ისტრის ტერიტორიაზე. შედის ვატნაიეკუდლის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მყინვარის ფართობი შეადგენს 48 კმ²-ს, სიგრძე — ~ 10 კმ-ს, სიგანე — 5-6 კმ-ს.[1] მყინვარი ფარავს ამავე სახელწოდების ვულკანს. მყინვარის უმაღლესი წერტილის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1540 მ სიმაღლეზე. მყინვარის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-შია ისლანდიის უდიდესი მყინვარი ვატნაიეკუდლი. მყინვარზე პირველი სამეცნიერო კვლევები ჩაატარა გერმანელმა გეოლოგმა ჰანს რეკმა XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს. პირველი წარმატებული ასვლა მყინვარზე განახორციელა შვეიცარიელმა ჰერმან სტოლმა 1911 წელს.[2]

ტუნგნაფედლსიეკუდლი
Tungnafellsjökull
ტუნგნაფედლსიეკუდლი
ტუნგნაფედლსიეკუდლი
კოორდინატები: 64°44′08″ ჩ. გ. 17°54′18″ დ. გ. / 64.73556° ჩ. გ. 17.90500° დ. გ. / 64.73556; -17.90500
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 48 კმ²
სიგრძე ~ 10 კმ
ტუნგნაფედლსიეკუდლი — ისლანდია
ტუნგნაფედლსიეკუდლი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Landmælingar Íslands — Ísland í tölum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-29. ციტირების თარიღი: 2016-06-09.
  2. Íslandshandbókin, ebd.; vgl. auch Hermann Stoll: Quer durch Island. Jahrbuch des Schweizer Alpenclub, Jhg. 1910, S. 154—186