ვატნაიეკუდლი (ისლ. Vatnajökull) — უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მისი ტერიტორიის 8 % უჭირავს (8 133 კმ²). მოცულობით ვატნაიეკუდლი უდიდესია ევროპაში, ხოლო ტერიტორიით — მეორე.

ვატნაიეკუდლი
Vatnajökull
კოორდინატები: 64°24′ ჩ. გ. 16°48′ დ. გ. / 64.400° ჩ. გ. 16.800° დ. გ. / 64.400; -16.800
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 8100 კმ²
სიგრძე ~ 140 კმ
სისქე ~ 400 
მდგომარეობა უკან იხევს
ვატნაიეკუდლი — ისლანდია
ვატნაიეკუდლი

ყინულის საშუალო სისქე 400 მეტრია, მაქსიმალური — 1000 მეტრი. ისლანდიის უმაღლესი წერტილი, პიკი ჰვანადალსჰნუკური (2110 მ), მდებარეობს ვატნაიეკუდლის სამხრეთ ზღვარზე, სკაფტაფედლის ეროვნულ პარკთან ახლოს. მყინვარის ქვეშ არის რამდენიმე ვულკანი. უკანასკნელ წლებში ვატნაიეკუდლი თანდათანობით მცირდება, შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო.

მყინვარი კვებავს რამდენიმე მყინვარულ ტბებს, მათ შორის იეკულსაურლოუნსა და გრანალოუნს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება