ტროპიკული სარტყლების ტყის ზონები
ტროპიკული სარტყლების ტყის ზონები — ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ხმელეთის ბუნებრივი ზონები, რომელთა ლანდშაფტებში ჭარბობს ტროპიკული ტყე. გავრცელებულია ტროპიკული სარტყლების აღმოსავლეთ სექტორებში (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ოკეანიის ზოგ კუნძულებზე). ახასიათებს ნოტიო ან სეზონურად ნოტიო ტროპიკული ჰავა, ტყის მცენარეულობა, ნიადაგთწარმოქმნის ლატერიტულ პროცესები. რადიაციული ბალანსი 290—335 კჯ/სმ² (70—80 კკალ/სმ²) წელიწადში. ტემპერატურის საშუალო თვიური რყევა შედარებით მცირეა (18-იდან 28°C-მდე). დანესტიანების ხელსაყრელ პირობებში (ჩვეულებრივ, ქარპირა კალთებზე) ყალიბდება მუდმივად ნოტიო ტყის ქვეზონა, სადაც ნალექების წლიური ჯანი 2000 მმ აღემატება, დანესტიანება თანაბარია, სეზონებს შორის სხვაობა მცირეა, გაბატონებულია ლიანებითა და ეპიფიტებით დაფარული ხშირი მარადმწვანე ტყე (დაფნისნაირები, მირტისნაირები, პარკოსნები, პალმები და სხვა) წითელ-ყვითელ ლატერიტულ ნიადაგებზე.
უფრო მკაფიოდ გამოხატულ გვალვიან რაიონებში ყალიბდება სეზონურად ნოტიო ტყის ქვეზონა. აქ მარადმწვანესთან ერთად ხარობს ფოთოლმცვივანი (გვალვის პერიოდში) ხეები წითელ ფერალლითურ ფა დერიტულ ნიადაგებზე. დიდი ცხოველები მნიშვნელოვნად განადგურებულია. ტყე ძლიერ არის გაჩეხილი, ფართობები გამოყენებულია კაკაოს, ყავის, შაქრის ლერწმის, ბამბის პლანტაციებისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 58—59.