ტროპიკანა (ესპ. Tropicana) — მსოფლიოში განთქმული კაბარე და კლუბი კუბის დედაქალაქ ჰავანაში. გაიხსნა 1939 წელს ჰავანის მარიანოს უბნის ერთ-ერთ კერძო მამულში (24 ჰა).

ტროპიკანას მოცეკვავეები.

ტროპიკანას თვალისმომჭრელი წარმოდგენების დამდგმელი ქორეოგრაფი როდერიკო „როდნი“ ნეირა იყო. მთავარ შემსრულებლებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ხავიერ კუგა, კარმენ მირანდა, ნატ კინგ კოული და ჯოზეფინ ბეიკერი. მეტსახელით „სამოთხე ვარსკვლავების ქვეშ“ ტროპიკანამ სახელი გაითქვა მისი მოცეკვავე გოგონებით, კონგას ხმებით, დომინოს ტურნირებით და თვალისმომჭრელი წარმოდგენებით. ცნობილ ხალხთა შორის, რომლებიც ტროპიკანას სტუმრობდნენ იყვნენ ედიტ პიაფი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯიმი დურანტე და მარლონ ბრანდო. 1956 წლიდან კუბანა ეარლაინსის ტროპიკანა სპეშიალ ტურს კლუბის სტუმრები და კლიენტები ჩამოჰყავდა მაიამიდან ტროპიკანაში და უკან ფლორიდაში მიყჰავდა ისინი მეორე დილის 4 საათზე.

ტროპიკანამ ხელი შეუწყო კუბის კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას. ნიუ-იორკის ამავე სახელწოდების დაწესებულება ლათინური მუსიკის კლუბი იყო, რომელიც 1945 წელს ორმა კუბელმა რესტორანის მფლობელმა წამოიწყეს, და რომელიც მალე ბრონქსში ყველაზე განთქმული ღამის კლუბი გახდა. სატელევიზიო სერიალში „მე მიყვარს ლუსი“ (I Love Lucy), მოქმედი გმირი რიკი რიკარდო (რომელსაც კუბაში დაბადებული დეზი არნაზი თამაშობს) მანჰეტენის გამოგონილი ღამის კლუბი ტროპიკანას მომღერალი და ბენდლიდერი იყო. 2004 წელს ატლანტიკ-სიტის ტროპიკანამ გახსნა ახალი უბანი, რომელიც ცდილობს 1940-იანი წლების ძველი ჰავანის არქიტექტურა, ატმოსფერო და სამზარეულო გაიმეოროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება