ტრომელინი
ტრომელინი (ფრანგ. Tromelin) — დაბლობი და ვაკე კუნძული ინდოეთის ოკეანეში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 450 კმ-ში. იგი საფრანგეთსა და მავრიკს შორის კამათის საგანია. დღეისათვის მას აკონტროლებს საფრანგეთი. კუნძულზე არსებობს მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც აკვირდება ციკლონებს.
მშობ. სახელი: ფრანგ. Tromelin | |
---|---|
კუნძულ ტრომელინის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 15°53′32″ ს. გ. 54°31′29″ ა. გ. / 15.89222° ს. გ. 54.52472° ა. გ. |
ფართობი | 0,8 კმ² |
სიგრძე | 1,7 კმ |
სიგანე | 0,7 კმ |
უმაღლესი წერტილი | 7 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
საფრანგეთმა ის ჩართო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში. მავრიკის თვალსაზრისით იგი შედის მავრიკის გარე კუნძულების შემადგენლობაში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 450 კმ-ში. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. კუნძულზე არსებობს დიდი ქვიშოვანი მეჩეჩები ზღვის დონიდან 7 მეტრ სიმაღლეზე, მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1700 მეტრს, ხოლო სიგანე 700 მეტრს. ფართობი — 80 ჰა. კუნძული მთლიანად გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. აქ არ არსებობს პორტები და ნავსაყუდლები, შედეგად ზღვიდან შეღწევა გაძნელებულია. აეროპორტი, რომელსაც აქვს 1200 მეტრის მქონე ასაფრენ დასაჯდომი ზოლი, უზრუნველყოფს გარე სამყაროსთან მის კავშირს. კუნძულზე ორგანიზირებულია ბუნებრივი ნაკრძალი. კუნძულს გააჩნია განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა 280 000 კმ².
ისტორია
რედაქტირებაკუნძული ოფიციალურად აღმოჩენილი იყო 1722 წელს. 1761 წელს გემის ეკიპაჟის 125 ადამიანი და 89 მონა აღმოჩნდა კუნძულზე მისი ჩაძირვის გამო. გემის ნამსხვრევებიდან გადარჩენილმა მეზღვაურებმა ააშენეს პატარა გემი და ორი თვის შემდეგ დატოვეს კუნძული. მათ კუნძულზე დატოვეს 60 მალაგასიელი მონა, რომლებსაც დაპირდნენ, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ მათ წასაყვანადაც. 1776 წლის 29 ნოემბერს ფლოტის ლეიტენანტმა ტრომელინმა, გემ La Dauphine-ის მეთაურმა, გადაარჩინა ცოცხლად დარჩენილები — შვიდი ქალი და რვა თვის ჩვილი. ამ ხალხმა კუნძულზე გაატარა 15 წელი. ლეიტენანტის პატივსაცემად ყოფილმა ქვიშოვანმა კუნძულმა მიიღო თავისი თანამედროვე სახელი.
საფრანგეთის პირველი პრეტენზიები კუნძულზე თარიღდება 1810 წლით.[1] მაგრამ, XIX საუკუნიდან 1950-იან წლებამდე, ტრომელინი იყო დიდი ბრიტანეთის კოლონიის — მავრიკის დამოკიდებული ტერიტორია. 1954 წელს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის შეთანხმებით, საფრანგეთმა კუნძულზე ააშენა მეტეოროლოგიური სადგური და ასაფრენ დასაჯდომი ზოლი.[2] ეს გახდა საკამათო საკითხი, ითვალისწინებდა თუ არა შეთანხმება კუნძულის სუვერენიტეტის გადაცემას ერთი ქვეყნიდან მეორისადმი. შედეგად მავრიკი პრეტენზიას აცხადებს კუნძულზე, როგორც თავისი ტერიტორიის ნაწილზე იმის საფუძველზე, რომ სუვერენიტეტი არ გადაცემულა საფრანგეთს და შედეგად კუნძული იყო მავრიკის კოლონიის ნაწილი დამოუკიდებლობის პერიოდში.[3] სინამდვილეში, 1959 წელს, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობამდე, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ მავრიკის შეატყობინა, რომ ის ტრომელინს თვლის მისი ტერიტორიის ნაწილად.[4] საფრანგეთმა და მავრიკიმ მიაღწიეს კუნძულის თანამმართველობის შეთანხმებას 2010 წელს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Die vergessenen Sklaven von Tromelin (Süddeutsche Zeitung)
- französische Homepage des Forschungsprojektes დაარქივებული 2004-09-21 საიტზე Wayback Machine.
- weitere Forschungsergebnisse und Hintergründe der UNESCO
- The shipwrecked memory of the L'Utile slaves დაარქივებული 2007-04-29 საიტზე Wayback Machine.
- "Shipwrecked and abandoned: the story of the slave Crusoes" by John Lichfield, The Independent 5 February 2007
- Thomas Romon et Max Guerout, « La culture matérielle comme support de la mémoire historique »: des images des fouilles archéologiques à Tromelin
- Tromelin დაარქივებული 2015-07-26 საიტზე Wayback Machine. sur le site officiel des TAAF
- Tromelin Island Ham Radio Expedition დაარქივებული 2015-08-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ L’île Tromelin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2012-01-31.
- ↑ Charney, Jonathan I.; Colson, David A.; Alexander, Lewis M. (2005). International Maritime Boundaries, გვ. 3463. ISBN 9004144617.
- ↑ Forbes, Vivian Louis (1995). The maritime boundaries of the Indian Ocean region. Singapore University Press, გვ. 110. ISBN 9971691892.
- ↑ Rumley, Dennis; Chaturvedi, Sanjay; Sakhuja, Vijay (2010). Fisheries Exploitation in the Indian Ocean: Threats and Opportunities, გვ. 123. ISBN 9789812309860.
- ↑ Tromelin: La Réunion, spectatrice et spoliée. Lequotidien.re. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-10.