მალაგასიელები
მალაგასიელები — ხალხი, მადაგასკარის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა. ლაპარაკობენ მალაგასიურ ენაზე. რელიგიით ნაწილი პროტესტანტია, ნაწილი — კათოლიკე, შემონახულია ძვ. რწმენათა გადმონაშთები. მათი წარმომავლობა დაუდგენელია. ფიქრობენ, რომ თავდაპირველად მოსახლეობა მადაგასკარზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკიდან მოვიდა. ძვ. წ. X ს-იდან ახ. წ. X ს-მდე კუნძულზე სახლდებოდა აზიის კუნძულებიდან დაძრული მოსახლეობა, რომელიც შეერწყა უფრო ძველ მოსახლეობას. მალაგასიელების ფიზიკურ ტიპში შემონახული ნეგროიდული ნიშნები მიუთითებენ ამ უძველეს ნეგროიდულ სუბსტრატზე. მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.
მალაგასიელები | |
---|---|
| |
საერთო მოსახლეობა | |
22 მილიონი | |
ენები | მალაგასიური |
რელიგიები |
პროტესტანტიზმი კათოლიციზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 378.