ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტროის მუზეუმი (თურქ. Troya Müzesi) — არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მდებარეობს უძველესი ქალაქ ტროას არქეოლოგიურ ადგილთან ახლოს, დღევანდელ ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში.

ტროის მუზეუმი
39°57′19″ ჩ. გ. 26°14′57″ ა. გ. / 39.95528° ჩ. გ. 26.24917° ა. გ. / 39.95528; 26.24917
დაარსდა 10 ოქტომბერი, 2018
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ჩანაქკალე
სტატუსი არქეოლოგიური
ექსპონატი 40 000-ზე მეტი
დირექტორი რიდვან გოლჯუქი
ოფიციალური საიტი https://muze.gov.tr/
Map

მუზეუმი გაიხსნა 2018 წელს, მუზეუმის შენობაში შვიდ სექციაში არის გამოფენილი ტროის და სხვა ახლომდებარე კუნძულებზე მოპოვებული უძველესი ქალაქების ისტორიულ არტეფაქტები. მუზეუმის დირექტორი არის რიდვან გოლჯუქი.[1] მუზეუმმა 2020 წელს ევროპის წლის მუზეუმის სპეციალური ჯილდო და ევროპის მუზეუმების აკადემიის სპეციალური ჯილდო მიიღო.[2][3][4]

მუზეუმის შენობა

რედაქტირება

ტროის მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ტროას არქეოლოგიური ძეგლიდან აღმოსავლეთით 800 მეტრში სოფელ თევფიქიეში, ჩანაქკალეში, ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში.[5][6][7]

2011 წელს მუზეუმის შენობის დიზაინის კონკურსში გაიმარჯვა იალინ მიმარლიკმა.[7][8] მიმარლიკმა შენობა დააპროექტა თანამედროვე სადა არქიტექტურულ სტილში. მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, 2015 წელს შეჩერდა და 2017 წელს კვლავ განახლდა.[9]

 
ხედი მუზეუმის ინტერიერიდან

კუბის ფორმის ოთხსართულიანი შენობა კვადრატული გეგმით მოპირკეთებულია ჟანგისფერი ფოლადით.[7][8] შენობის სიმაღლე ტოლია ტროას არქეოლოგიურ ადგილზე გათხრების სიღრმისა. საგამოფენო სივრცე მოიცავს 2 700 მ² მთლიანი 12 750 მ² შიდა ფართობიდან.[10][6] საგამოფენო ტერიტორიები 32 მ × 32 მ შემოსაზღვრულია სამუშაო ადგილებით, საწყობებით და საკონფერენციო ოთახებით. სარდაფი განკუთვნილია მომსახურების ფუნქციებისთვის. მუზეუმში შესასვლელი არის 12 მ სიგანის პანდუსი, რომელიც მიდის მიწისქვეშა კარიბჭემდე.[8]

შენობის მთლიანი ღირებულება შეადგენს 45 მილიონს. მუზეუმი გაიხსნა 2018 წლის 10 ოქტომბერს, რომელიც თურქეთში გამოცხადებული იყო „ტროის წლად“.[10][6]

გამოფენები

რედაქტირება
 
ოქროს ყელსაბამი

შესასვლელი პანდუსის კედლებზე განთავსებული ნიშები შეიცავს საფლავის ქვებს, დიდი ზომის ქანდაკებებს, სცენებს და ფრესკის ზომის ფოტოებს ტროას გათხრების სხვადასხვა დონეზე. შესასვლელში მნახველს საორიენტაციო მიზნებისთვის ეხსნება ინფორმაცია არქეოლოგიური მეცნიერების, არქეოლოგიური დათარიღების მეთოდებისა და ტერმინების შესახებ, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და აღდგენა, გორასამარხი და ნეოლითის, ენეოლითის ხანის, ბრინჯაოს ხანის და რკინის ხანის პრეისტორიული პერიოდები. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვიზუალური გრაფიკული დიზაინი, დიორამები და ინტერაქტიული ჩვენებები.[9]

 
პოლიქსენას სარკოფაგი

მუზეუმი შეიცავს შვიდ განყოფილებას. პირველი სართული დათმობილია არტეფაქტებისთვის ტროადის რეგიონიდან (დღევანდელი ბიგის ნახევარკუნძული). აქ არის წარმოდგენილი არქეოლოგიური ნაშთები უძველესი ქალაქებიდან: ასოსიდან (ბეჰრამქალე), ტენედოსიდან (ბოზჯაადა), პარიუმიდან, ტროადის ალექსანდრიიდან, სმინთეონიდან, ლამპსაკუსიდან (ლაფსეკის მახლობლად), ტუმბრიდან, ტავოლიადიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 2000 ექსპონატი მუზეუმის დაახლოებით 40 000 მრავალფეროვანი არტეფაქტიდან,[10] რომლებიც გადაიტანეს ჩანაქკალეს არქეოლოგიური მუზეუმიდან,[6] სტამბოლის არქეოლოგიური და ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმებიდან. მათ ასევე მოითხოვეს ტროის მონეტების გადაცემა იზმირის არქეოლოგიური მუზეუმიდან.[9] ექსპონატებში შედის მინის და ტერაკოტას სუნამოების ბოთლები, ფიგურები, ოქროს ნაჭრები, ყელსაბამები და სამაჯურები, მონეტები, ორნამენტები, ძვლის ნივთები და ხელსაწყოები, ლითონის კონტეინერები, ტერაკოტის ჭურჭელი, იარაღი, ცულები და საჭრელები, წარწერები, სამსხვერპლოები, სარკოფაგი, სკულპტურები და მრავალი სხვა განსაკუთრებული ნაწილი ამ ტერიტორიის 5000-წლიანი ისტორიიდან.[10][6][9] მათ შორის აღსანიშნავია 1994 წელს გათხრილი პოლიქსენას სარკოფაგი და 2012 წელს აღმოჩენილი ბერძნული ღმერთის, ტრიტონის ქანდაკება.[10] მუზეუმის ეზოში გამოფენილია ქვის არტეფაქტები, სვეტები, სტელები და სვეტების კაპიტელები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Exhibition featuring 150th anniversary of Troy Excavations opens to visitors“. Hurriyet Daily News. 30 August 2021.
  2. „Turkish museum receives European Museum Academy award“. Anadolu Agency. 19 September 2021.
  3. 2020/2021 European Museum Academmy Awards The Judge's Report.
  4. The Winners of EMYA 2020 and 2021 are announced. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-21. ციტირების თარიღი: 2024-11-03.
  5. „Troy Museum opens to visitors in Çanakkale“. Hürriyet Daily News. 10 October 2018. ციტირების თარიღი: 30 March 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 „Troya Müzesi ziyarete açıldı“. NTV (თურქული). 10 October 2018. ციტირების თარიღი: 1 April 2019.
  7. 7.0 7.1 7.2 „Yalin Mimarlik completes Museum of Troy in Turkey“. Dezeen. 30 January 2019. ციტირების თარიღი: 3 April 2019.
  8. 8.0 8.1 8.2 Troya Müzesi tr. Arkitektuel (15 February 2019). ციტირების თარიღი: 1 April 2019
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Troya Müzesi tr. Türkiye Kültür Portalı (12 November 2018). ციტირების თარიღი: 2 April 2019
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Erbil, Ömer (18 October 2018). „Çanakkale villagers rush to newly opened Troy Museum“. Hürriyet Daily News. ციტირების თარიღი: 30 March 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტროის_მუზეუმი“-დან