ტრიქოგრამა (ლათ. Trichogramma) — კვერცხიჭამია მხედრების გვარი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. პატარა (0,3—0,6 მმ) მწერებია, ყვითელი ან ლითონისებრ-მწვანეა. 215-ზე მეტი სახეობის ტრიქოგრამა მწერების კვერცხების პარაზიტებია. იყენებენ ბიოლოგიური ბრძოლის დროს. ყოფილ სსრკ-ში სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ ტრიქოგრამას (Trichogramma evanescens), რომელიც პარაზიტობს პეპლების 100-მდე სახეობაზე (მათ შორის ვაშლის ნაყოფჭამიაზე, კომბოსტოს და ზამთრის ხვატარებზე, სიმინდის ფარვანაზე და სხვა). Trichogramma cacoecia და Trichogramma emhryophagum ასენიანებენ ნაყოფჭამიების და ფოთოლხვევიების კვერცხებს. Trichogramma euproctidis პარაზიტობს ხვატარებზე, ყურძნის ჭიაზე, კომბოსტოს თეთრულაზე და სხვა. მასპინძლობს კვერცხის ზომის მიხედვით ტრიქოგრამა მასზე ათავსებს თავის 1—40-მდე კვერცხს. ოპტიმალურ პირობებში ტრიქოგრამის განვითარება 2 კვირას გრძელდება. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია Trichogramma evanescens და Trichogramma cacoecia pollida.

ტრიქოგრამა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
გვარი:  ტრიქოგრამა
ლათინური სახელი
Trichogramma

ლიტერატურა

რედაქტირება