ტრაპიზონის ვილაეთი
ოსმალეთის იმპერიის პროვინცია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტრაპიზონის ვილაეთი — ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1867–1922 წლებში, რომელიც მდებარეობდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრი — ტრაპიზონი.
XX საუკუნის დასაწყისში ვილაეთი იყოფოდა 6 სანჯაყად: სამსუნის, ტრაპიზონის, ლაზისტანის, გუმუშჰანეს, ორდუს და გირესუნის.
1885 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, პროვინციაში ცხოვრობდა 1.587.164 კაცი, რომელიც შედგებოდა მუსულმანი მოსახლეობისაგან — თურქები, ლაზები, ქურთები, ჩერქეზები (800.789 კაცი), ბერძნები (700.000 კაცი), სომხებისაგან (80.000 კაცი) და ასირიელებისაგან (20.000 კაცი).