ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალი
ტრადიციული თუშური ყველის ფესტივალი იმართება ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტის ცენტრში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, ყოველი წლის მაისის ბოლო კვირას.
ფესტივალში მონაწილეობენ ყველის მწარმოებლები, როგორც თუშეთიდან და ალვნებიდან, ასევე პანკისისა და ილტოს ხეობებიდან. ფესტივალის დღეს დიდი რაოდენობის ყველი იყიდება. მყიდველთა უმეტესობა დედაქალაქიდან და მეზობელი რაიონებიდან სპეციალურად ჩამოდის. ამ დღეს სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ადგილობრივი ხელნაკეთი პროდუქტები, დააგემოვნონ ტრადიციული თუშური ყველი, მოისმინონ ტრადიციული ქართული სიმღერები. ფესტივალის შემდეგ იმართება დოღი და მრავალი სპორტული შეჯიბრება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დღესასწაულები ახმეტის მუნიციპალიტეტში[მკვდარი ბმული] მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
- ტრადიციული ფესტივალები საქართველოში[მკვდარი ბმული]
- „თუშეთობა 2011“[მკვდარი ბმული] საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო