ტოქსოპლაზმა

უმარტივესების გვარი

ტოქსოპლაზმა (ლათ. Toxoplasma) — პარაზიტული უმარტივესების გვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას (ლათ. Toxoplasma gondii). ტოქსოპლაზმასასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთა ნაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ოოცისტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 სპოროზოიტს. კატისნაირთა დაავადებას იწვევს სპორულირებული ოოცისტა. სხვა ძუძუმწოვრებში, აგრეთვე ადამიანსა და ფრინველებში მოხვედრილი ოოცისტა მრავალჯერად უსქესოდ მრავლდება. ორგანოებში ან ქსოვილში შეჭრისას სპოროზოიტები გარდაიქმნებიან ნახევარმთვარისებრი ფორმის, ატიური გამრავლების უნარის მქონე ერთუჯრედიან, 4-7 მკმ სიდიდის ტროფოზოიტებად (ენდოზოიტებად), რომელთა ულტრასტრუქტურა კოქციდიების მეროზოიტების იდენტურია. მასპინძლის ორგანოებში, მათ შორის ტვინში (ტოქსოპლაზმით გამოწვეული ქრონიკული დაავადებებისას) წარმოიქმნება ცისტები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათას ერთბირთვიან ცისტოზოიტებს. ენდოზოიტები და ცისტოზოიტები ახალი მასპინძლის დაავადების წყაროა. ტოქსოპლაზმა ადამიანსა და ცხოველებში იწვევს ტოქსოპლაზმოზს.

ტოქსოპლაზმა
ტოქსოპლაზმას 1 000-ჯერ გადიდებული გამოსახულება
ტოქსოპლაზმას 1 000-ჯერ გადიდებული გამოსახულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  პროტისტები
კლასი:  Conoidasida
რიგი:  კოქციდიები
ოჯახი:  Sarcocystidae
გვარი:  ტოქსოპლაზმა
ლათინური სახელი
Toxoplasma

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება