ტოუმანი
ტოუმანი (ჩამორო 頭曼, თურქ. Tümen, მოლდ. Tümen) — ხუნუს ყველაზე ადრეული ცნობილი შანიუ (匈奴單于). მეფობდა ძვ. წ. 220-209 წლებში. სახელი ტოუმანი შეიძლება დაკავშირებული იყოს: შუა ჩინურ - მუანთან ან სპარსულ - ტუმანთან. ორივე შემთხვევაში ეს სიტყვები მომდინარეობს ძველ თურქულ/მონღოლური სიტყვა დუმანიდა რაც ათი ათასს აღნიშნავს.[1] მის სახელს ატარებს სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში არსებული ქალაქი ტიუმენი.
ძვ. წ. 221 წელს, როდესაც ცინის დინასტიამ დაიპყრო დანარჩენი ექვსი ქვეყანა და გააერთიანა ჩინეთი, მათ ჩრდილოეთით ჩამოყალიბდა ხუნუს მომთაბარე ტომების ძლიერი გაერთიანება. ხუნუს იმპერია ცდილობდა გაფართოებას როგორც დასავლეთით ისე სამხრეთით. ამ პერიოდში ასევე გაძლიერებული იყვნენ იუეჩჟები და დუნხუ (東胡) (აღმოსავლეთის ბარბაროსები). ცინის დინასტიის პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ გენერალ მენ ტიანის ხელმძღვანელობით გაგზავნა 100 000-იანი არმია ხუნუს ჩრდილოეთით 1000 ლიზე (დაახ. 416 კმ.) განსადევნად.[2]
- "ტოუმანმა ვერ გაუძლო ცინის ძალებს, მან დაიხია ჩრდილოეთით და ათი წლის განმავლობაში იქ იყო ჩაკეტილი"[3]
მენ ტიანის გარდაცვალების შემდეგ ხუნუმ ისევ დაიწყო სამხრეთით ლაშქრობები და საბოლოოდ აღადგინეს ძველი საზღვარი ჩინეთთან. ლეგენდის მიხედვით ტოუმანს თავისი უმცროსი შვილის გამეფება უნდოდა, ამიტომ იუეჩჟებს მძევლის სახით გაუგზავნა თავისი უფროსი შვილი მოდუ (冒頓), ხოლო შემდეგ შეუტია მათ. ამ ღალატის შემდეგ იუეჩჟები აპირებდნენ მოდუს მოკვლას, თუმცა მან შეძლო ტყვეობიდან გაქცევა. მოდუ ძვ. წ. 209 წელს დაბრუნდა. დახოცა მამა, დედინაცვალი და უმცროსი ძმა. ხოლო თავი გამოაცხადა ხუნუს შანიუდ.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Watson, Burton. (1993). Records of the Grand Historian by Sima Qian. Translated by Burton Watson. Revised Edition. Columbia University Press. ISBN 0-231-08167-7.
- Beckwith, Christopher I. (2009): Empires of the Silk Road: A History of Central Eurasia from the Bronze Age to the Present. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-691-13589-2.
- Yap, Joseph P. (2009). Wars With The Xiongnu, A Translation from Zizhi tongjian. AuthorHouse, Bloomington, Indiana, U.S.A. ISBN 978-1-4490-0604-4. Introduction and Chapter 2.