მოდუ შანიუ ან მოდე (ჩინ.: 冒頓單于; დ. დაახლ. ძვ.წ. 234 — გ. ძვ. წ. 174) — ხუნების მეოთხე მმართველი და ხუნუს იმპერიის დამაარსებელი. ის ხუნუს მმართველი ძვ. წ. 209 წელს მამამისის მკვლელობის შემდეგ გახდა.

ხუნუს გავლენის სფერო მოდუს მმართველობის დასაწყისში.

მოდეს მმართველობა გრძელდებოდა ძვ. წ. 209-დან ძვ. წ. 174-მდე. თავიდან ის მამამისის ტოუმანის ჯარის ხელმძღვანელი იყო, ხოლო მამის მკვლელობის შემდეგ გახდა შანიუ და ხუნუს მეფე. მისი სამფლობელო დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიის გარშემო იყო გაერთიანებული.[1] მან გააერთიანა მონღოლეთის ველების მომთაბარე ტომები და გადაიქცა მეზობელი ცინის დინასტიის მნიშვნელოვან საფრთხედ. ხუნის იმპერია წარმოადგენდა თავისი დროის უდიდეს გაერთიანებას. მისი აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე ლიაოხზე, დასავლეთი საზღვარი პამირის მთიანეთი, ხოლო ჩრდილოეთით ბაიკალამდე აღწევდა.[2]

ის მისმა შვილმა ლაოშანმა შეცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bambooweb Dictionary: Huns. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2015-06-17.
  2. Batur Tengriqut
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოდუ&oldid=4686010“-დან