ტონ დიკ თანგი
ტონ დიკ თანგი (დ. 20 აგვისტო, 1888, ლონგსიუიენის პროვინცია — გ. 30 მარტი, 1980, ჰანოი, ვიეტნამი) — ჩრდილოეთ ვიეტნამის მეორე და უკანასკნელი, ხოლო ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
ტონ დიკ თანგი | |
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივლისი, 1976 – 30 მარტი, 1980 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ნგუენ ხიუ თჰო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 სექტემბერი, 1969 – 2 ივლისი, 1976 | |
წინამორბედი | ხო ში მინი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1888, ლონგსიუიენის პროვინცია |
გარდაცვლილი | 30 მარტი, 1980 ჰანოი, ვიეტნამი |
1930 წლიდან ვიეტნამის მშრომელთა პარტიის წევრია. 1929-1945 წწ. გადასახლებული იყო კ. პულოკონდორზე. 1951-1955 წწ. ლიენ-ვიეტის ეროვნული ფრონტის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე. 1960-1969 წწ. ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ ვიეტნამის) ვიცე-პრეზიდენტი, 1969 წლიდან ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1976 წლიდან 1980 წლამდე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი.
გარდაიცვალა 1980 წლის 30 მარტს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 19.