ტობის I მღვიმე, თურჩუ-ტობის მღვიმე, ონიორეს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი ბალდის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე. მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტობის აუზში, ზღვის დონიდან 670 მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი ქარაფის გასწვრივ იხსნება. მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სწორხაზოვნად. შესასვლელიდან 50–55 მ-ზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და აწყდება 21 მ სიმაღლის ჩანჩქერს. აქ დარბაზის სიმაღლე 30 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძე 750 მ-ია. ქიმიური ნალქებიდან გვხვდება ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები; მექანიკურიდან — ნგრევის ადგილობრივი მასალა. ჰავა დინამიკურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 14,5 °C, ხოლო ჩანჩქერთან 12,5 °C. შეფართებითი სინოტივე სიღრმეში 100 %-ს აღწევს. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომლის დებიტი 1,43 მ³/წმ, ხოლო წყლის ტემპერატურა 10,2 °C შეადგენს. იგი მდინარე თურჩუს მიწისქვეშა გაგრძელებას წარმოადგენს.[2] მღვიმიდან გამომავალი ნაკადი შესასვლელთან ეფექტური ფორმის — ონიორეს ჩანჩქერს წარმოშობს. წყლიან დერეფნებში ოთხი სიფონური ტბაა, ერთ-ერთი მათგანის სიგრძე 60 მ-ზე მეტია.[1] მღვიმე ძნელი მისადგომია. შედგენილია გეგმა და ჭრილი. ბუნების ძეგლია.[3]

ტობის I მღვიმე
კოორდინატები: 42°28′37″ ჩ. გ. 42°27′43″ ა. გ. / 42.4771500° ჩ. გ. 42.4621611° ა. გ. / 42.4771500; 42.4621611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 670 მ
შეფარდებითი სიმაღლე 67 მ
სიგრძე 750 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
ტობის I მღვიმე — საქართველო
ტობის I მღვიმე
ტობის I მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ტობის I მღვიმე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 98
  2. ავტორთა კოლექტივი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 79.
  3. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები