ტკაცუნა ქართული (ლათ. Agriotes gurgistanus) — მავნებელი მწერი ხეშეშფრთიანების რაზმისა. აქვს შავი, მურა სხეული. ზედა ფრთები ხშირად წაბლისფერია; ულვაშები, ფეხები, მუცელი, ან მისი ნაპირები — მკრთალი. წინა მკერდი და წინა ზურგი დაფარულია წერტილებით. მისი სხეულის სიგრძე 10—13 მმ-ს აღწევს. გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. მცენარეს უმთავრესად აზიანებს მატლი, რომელიც იკვებება დათესილი მარცვლით, სიმინდის, პურეულის, ჭარხლის, კარტოფილის, მზესუმზირის, ვაზის და სხვა მცენრეთა ფესვებით. მავნებლის განვითარება 3—4 წელიწადს გრძელდება.

ტკაცუნა ქართული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Agriotes gurgistanus

ბრძოლის ღონისძიებანი

რედაქტირება

მაღალი აგროტექნიკა, ნიადაგში სასუქთან ერთად ჰესტიციდების შეტანა.

ლიტერატურა

რედაქტირება