ტიხონ მოლარდი
მიტროპოლიტი ტიხონი (საერო სახელი — მარკ რაიმონდ მოლარდი ; დაბ.15 ივლისი, 1966, ბოსტონში, მასაჩუსეტსი) — მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ამერიკაში, რომელსაც აქვს სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის წოდება. მანამდე ის იყო ფილადელფიისა და აღმოსავლეთ პენსილვანიის ეპისკოპოსი . იგი აირჩიეს ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტად 2012 წლის 13 ნოემბერს პარმაში, ოჰაიოში, ამერიკის მე-17 საეკლესიო კრებაზე.[1]
მისი უწმინდესობა ტიხონი | ||
| ||
---|---|---|
არჩევა: | 2012 წელი | |
ეკლესია: | ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია | |
წინამორბედი: | იონა | |
განათლება: | წმ. ტიხონის თეოლოგიური სემინარია | |
სამეცნიერო ხარისხი: | ღვთისმეტყველების მაგისტრი | |
დაბადების სახელი: | მარკ რაიმონდ მოლარდი | |
დაბადება: | 15 ივლისი, 1966 წელი ბოსტონი | |
ბერად აღკვეცა: | 1995 წელი | |
მღვდლად კურთხევა: | 1998 წელი | |
ეპისკოპოსად კურთხევა: | 2003 წელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარკ რაიმონდ მოლარდი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსი 1966 წლის 15 ივლისს, ფრანსუა და ელიზაბეტ მოლარდების სამი შვილიდან ყველაზე უფროსი. იგი აღიზარდა ანგლიკანურ ოჯახში.[2]
1989 წელს იგი მიიღეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იმავე წლის შემოდგომაზე მან სწავლა დაიწყო პენსილვანიის სამხრეთ ქანაანში, წმინდა ტიხონის სემინარიაში . ერთი წლის შემდეგ იგი მორჩილად შევიდა წმინდა ტიხონის მონასტრის სამონასტრო თემში.
1993 წელს წმინდა ტიხონში ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, მოლარდი დაინიშნა იქ ძველი აღთქმის შემსწავლელ ინსტრუქტორად.
1995 წელს მოლარდს არქიეპისკოპოსმა ჰერმანმა დაარქვა სახელი ტიხონი წმინდა ტიხონ მოსკოველის პატივსაცემად და აკურთხეს წმინდა ტიხონის მონასტერში დიაკვნად . 1998 წელს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 2000 წელს არქიმანდრიტის ხარისხში.
2002 წლის დეკემბერში ტიხონი მიტროპოლიტმა ჰერმანმა დანიშნა წმინდა ტიხონის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ.
2003 წელს ამერიკის სინოდის საშემოდგომო სესიაზე არქიმანდრიტი ტიხონი აირჩიეს სამხრეთ ქანაანის ეპისკოპოსად და მიტროპოლიტ ჰერმანის დამხმარედ.[3] ტიხონი 2004 წლის 14 თებერვალს მონასტერში იკურთხა ეპისკოპოსად და გახდა სამხრეთ ქანაანის ეპისკოპოსი.[4]
2005 წლის 27 მაისს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე სამხრეთ ქანაანის ეპისკოპოსი ტიხონი აირჩიეს ფილადელფიისა და აღმოსავლეთ პენსილვანიის ეპისკოპოსად.[5] 2005 წლის 29 ოქტომბერს ეპისკოპოსი ტიხონი ოფიციალურად დანიშნეს ფილადელფიისა და აღმოსავლეთ პენსილვანიის ეპარქიის მმართველ იერარქად წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დროს.[6]
2012 წლის 9 მაისს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.[7]
2012 წლის 13 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი ტიხონი აირჩიეს ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრად ანუ სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად. ის მეორე მოქცეულია, რომელიც აირჩიეს ამ თანამდებობაზე, მისი წინამორბედის შემდეგ.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Archbishop Tikhon elected Metropolitan of All American and Canada.
- ↑ 2.0 2.1 Archbishop Tikhon of Philadelphia elected Metropolitan of the Orthodox Church of America. AnglicanInk. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2012. ციტირების თარიღი: November 13, 2012
- ↑ OCA Holy Synod of Bishops Concludes Fall Session. Orthodox Church of America (October 27, 2003). ციტირების თარიღი: November 28, 2014
- ↑ Archimandrite Tikhon [Mollard consecrated to Episcopacy]. ციტირების თარიღი: November 28, 2014
- ↑ Holy Synod elects Bishop Tikhon of South Canaan ruling hierarch of the Diocese of Philadelphia and E - Orthodox Church in America. oca.org. ციტირების თარიღი: August 14, 2015
- ↑ Bishop Tikhon to be installed as Orthodox Bishop of Philadelphia and Eastern Pennsylvania. ციტირების თარიღი: November 28, 2014
- ↑ Holy Synod concludes Spring Session.