ტიუმენი

(გადამისამართდა გვერდიდან ტიუმენი (ქალაქი))

ტიუმენი (რუს. Тюмень) — ქალაქი რუსეთში, ტიუმენის ოლქის უმსხვილესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთით, 2 500 კმ-ით დაშორებით.

ქალაქი
ტიუმენი
რუს. Тюмень
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 57°09′00″ ჩ. გ. 65°32′00″ ა. გ. / 57.15000° ჩ. გ. 65.53333° ა. გ. / 57.15000; 65.53333
მმართველი Mikhail Afanasyev
დაარსდა 1586
ფართობი 698.48 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 102 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 861 100 (1 იანვარი, 2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 3452
საფოსტო ინდექსი 625000
ოფიციალური საიტი http://www.tyumen-city.ru/
ტიუმენი — რუსეთი
ტიუმენი

ტიუმენი ციმბირში პირველი რუსული დასახლება იყო. იგი დაარსდა 1586 წელს რათა ხელი შეწყობოდა რუსეთის გაფართოებას. ტიუმენი ურალის მთების აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო და ეკონომიკური ცენტრია. ტიუმენი აერთებს რამდენიმე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს და სანაოსნო წყლებთანაც აქვს კავშირი. ტიუმენი სამხედრო დასახლებიდან მსხვილ კომერციულ და სამრეწველო ქალაქად სწრაფად იქცა. ძველი ტიუმენის ცენტრალურ ნაწილში მრავალი ისტორიული ნაგებობაა.

დღეს ტიუმენი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტიუმენის ფართობი 235 კვადრატული კილომეტრია (91 კვ მილი). ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ კვეთს მდინარე ტურა იგივე დოლგაია, რომელიც არ არის ღრმა მდინარე, მაგრამ ქალაქის მიდამოებში სანავიგაციოდ გამოსადეგია. ტურის მარცხენა სანაპირო ჭალიანი და გორაკებიანი ადგილია.

მდინარის წყალდიდობის პერიოდია გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს. გაზაფხულის წყალდიდობა ჩვეულებრივ მაისის მეორე ნახევარშია დამახასიათებელი, როდესაც მდინარე გვიან ზაფხულთან შედარებით 8–10-ჯერ უფრო ფართოვდება. ქალაქი ჯებირებით არის დაცული დატბორვისგან, რომელიც 8 მეტრის სიმაღლის წყალს გაუძლებს. ტიუმენისთვის ყველაზე მაღალი წყალდიდობის დონე დაფიქსირდა 1979 წელს, 9,15 მეტრი. უფრო მოგვიანებით, 2007 წელს, წყლის დონე იყო 7,76 მეტრი.

ტიუმენს კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ტენიანი კონტინენტური კლიმატი აქვს თბილი, გარკვეულწილად ნოტიო ზაფხულით და ხანგრძლივი, ცივი ზამთრით. ქალაქის ამინდი ძალიან ცვალებადია და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ყოველთვის მაღალია, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიაზე. ქალაქის ტერიტორია ასევე უფრო ნალექიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა არის -16.7 °C (1.9 °F), რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -50 °C (-58 °F) დაფიქსირდა 1951 წლის თებერვალში. საშუალო ტემპერატურა ივლისში არის +6 °C (65.5 ° F), თუმცა მომატებულა +38 °C (100 ° F)-მდე.

საშუალო წლიური ნალექეიანობა 457 მილიმეტრია (18.0 in). ყველაზე მაღალი 1943 წელს დაფიქსირდა— 581 მილიმეტრი, ხოლო ყველაზე დაბალი 1917 წელს, მხოლოდ 231 მილიმეტრი.

ტიუმენის ჰავა მსგავსია უინიპეგისა.

კაზაკმა ატამანმა ერმაკ ტიმოფეევიჩმა დაიპყრო ტიუმენის ტერიტორია, რომელიც თავდაპირველად ციმბირის სახანოს ნაწილი იყო, რუსეთის სამეფოში 1585 წელს. ციმბირის სახანოს ორივე დედაქალაქი, ციმბირი (კაშლიკი) და ტიუმენი (ჩინგი-ტურა, დედაქალაქი XV საუკუნეში), მთლიანად განადგურდა. ციმბირი ვერასდროს აღდგა, მაგრამ შემდეგ მისი სახელი ეწოდა მთელ ციმბირის ტერიტორიას. მოგვიანებით ქალაქი ტიუმენი კვლავ აღორძინდა. 1586 წლის 29 ივლისს, მეფე ფედორ I-მა ორი რეგიონალური მეთაური ვასილი ბორისოვ-სუკინი და ივან მიასნოი წარგზავნა, რომ ყოფილი ციმბირის თათრულ ქალაქ ჩინგ-ტურის („ჩინგიზის ქალაქი“) ადგილზე ციხე აეშენებინათ. ასევე ცნობილია, რომ ტიუმენი, თურქული და მონღოლური სიტყვა „ათი ათასი“-დან წარმოდგება.

ტიუმენი აშენებულია ისტორიულ სავაჭრო მარშრუტზე ცენტრალურ აზიასა და მდინარე ვოლგის რეგიონს შორის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის მომთაბარეები წინა საუკუნეებში მუდმივად აკონტროლებდნენ გადაზიდვებს. შედეგად, ციმბირის თათრები და მებრძოლი ყალმუხები თავს ესხმოდნენ ადრეულ რუს მობინადრეებს. ქალაქში იყო სამხედრო ვითარება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე-17 საუკუნის შუა რიცხვებამდე ტიუმენის ქუჩებში განლაგებული იყო კაზაკთა გარნიზონები. შემდეგ ქალაქმა ნაკლებად სამხედრო ხასიათი შეიძინა.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ტიუმენი აღმოსავლეთსა (ციმბირი, ჩინეთი) და დასავლეთს (ცენტრალური რუსეთი) შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ის ასევე გახდა მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი, რომელიც ცნობილი იყო ტყავის საქონელის წარმოებით, სამჭედლო და სხვა სახელოსნოებით. 1763 წელს ქალაქი 7000 მაცხოვრებელს ითვლიდა.

მე-19 საუკუნეში ქალაქის განვითარება გაგრძელდა. 1836 წელს ციმბირში პირველი ორთქლის ნავი ტიუმენში აიგო. 1862 წელს, ტელეგრაფი გაუშვეს ქალაქში და 1864 წელს პირველი წყლის მაგისტრალი ჩაყარეს. 1885 წელს, ტრანს-ციმბირის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ტიუმენს კიდევ უფრო დაეტყო კეთილდღეობა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ტიუმენის მოსახლეობამ 30 000-ს გადააჭარბა, რითაც აღემატა ჩრდილოელ მეტოქეს — ტობოლსკის მოსახლეობას. 1944 წლის 14 აგვისტოს ქალაქი საბოლოოდ ტიუმენის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

1917 წელს რუსეთის სამოქალაქო ომის დაწყებისას, ადმირალი ალექსანდრე კოლჩაკი და თეთრი არმია აკონტროლებდა ტიუმენს. თუმცა, 1918 წლის 5 იანვარს ქალაქში წითელი არმია შევიდა.

1930-იან წლებში ტიუმენი გახდა საბჭოთა კავშირის მთავარი სამრეწველო ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ქალაქს ჰქონდა რამდენიმე კარგად დამკვიდრებული ინდუსტრია, მათ შორის გემთმშენებლობა, ავეჯის დამზადება და ბეწვისა და ტყავის ნაწარმის წარმოება.

მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის სწრაფი ზრდა და განვითარება მოხდა. 1941 წლის ზამთარში საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან ოცდაორი მსხვილი სამრეწველო საწარმო ევაკუირდა ტიუმენში. გარდა ამისა, ომის დროს ტიუმენი გახდა „ქალაქი საავადმყოფო“, სადაც ათასობით დაჭრილი ჯარისკაცი მოათავსეს.

ოპერაცია ბარბაროსას დროს, როდესაც იყო საშიშროება, რომ მოსკოვს გერმანიის არმია დაიპყრობდა, ტიუმენი გახდა თავშესაფარი საბჭოთა ლიდერის ვლადიმერ ლენინის ნეშტისა. 1941 წლის ოქტომბერში ლენინის სხეული ფარულად გადაიტანეს მოსკოვის მავზოლეუმიდან ტიუმენში, იქ, სადაც ამჟამად სახელმწიფო სოფლის მეურნეობის აკადემიაა (ყოფილი ტიუმენის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი).

ქალაქის განვითარებაზე გავლენა მოახდინა 1960-იანი წლების ტიუმენის ოლქში ნავთობისა და გაზის აღმოჩენამ. სურგუტისა და ნიჟნევარტოვსკის უახლოესი სარკინიგზო კვანძი ტიუმენი იყო და მალე, როდესაც რკინიგზა ჩრდილოეთით გაგრძელდა, ტიუმენი გახდა მთავარი მიმწოდებელი ბაზა. ამ ეკონომიკური და მოსახლეობის სწრაფი ზრდის შედეგად, 1963-1985 წლებში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსული ათობით ათასი გამოცდილი კადრი მუშაობდა აქ. ქალაქის სწრაფმა ზრდამ კი თავის მხრივ, სხვა პრობლემები მოიტანა.

მთავრობა

რედაქტირება

ქალაქის მთავრობა

რედაქტირება

ტიუმენის საკანონმდებლო ხელისუფლება არის ქალაქის დუმა. დუმა საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ქალაქის სათათბირო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს, რომელიც ქალაქის მთავარი აღმასრულებელია.

ოლქის მთავრობა

რედაქტირება

ვინაიდან ტიუმენი არის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ყველა მმართველი ორგანო ქალაქშია განლაგებული. ესენია:

დემოგრაფია

რედაქტირება

მე-19 საუკუნეში, როდესაც ტრანს-ციმბირის რკინიგზა გაჩნდა, ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ტიუმენი სწრაფად გახდა ყველაზე დიდი ქალაქი რეგიონში. XX საუკუნის დასაწყისში აღირიცხა დაახლოებით 30 000 მცხოვრები. მეორე მსოფლიო ომის დროს ტიუმენმა კვლავ დააფიქსირა მოსახლეობის სწრაფი ზრდა. 2002 წლისთვის კი ტიუმენის მოსახლეობა 510 719-მდე გაიზარდა.

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება

ტიუმენის მოსახლეობა ასი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს მოიცავს. მათშორის ყველაზე მეტია:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება